გიორგი კობახიძე: ე.წ ეგზიტპოლის შედეგები საზოგადოების დაცინვა და შეურაცხყოფაა
15-06-2014, 11:58

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საარჩევნო ბლოკ "ბურჯანაძე-ერთიანი ოპოზიციის" წარმომადგენლის გიორგი კობახიძის განცხადებით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ეგზიტპოლების მონაცემები სამარცხვინო და უტიფარია. ამის შესახებ მან სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა, რომელიც 20:00 საათის შემდეგ ტელეკომპანიების მეშვეობით გამოცხადდა.

 

 

"რამდენიმე წუთის წინ მოვისმინეთ სრულიად სამარცხვინო და სრულიად უტიფარი ე.წ ეგზიტპოლის შედეგები. ამ ფაქტში ყველაზე სამწუხარო არის ის, რომ "ქართული ოცნება" კიდევ უფრო ღრმად მიუყვება იმ გზას, რომელიც "ნაციონალურმა მოძრაობამ" თავის დროზე მოამზადა და შექმნა. ქართულ პოლიტიკაში. ეს არის საზოგადოების დაცინვა და შეურაცხყოფა, რადგან მსგავსი უტიფრობა, რეალობისგან ძალიან შორს დგას"- განაცხადა მან.

 

 

გიორგი კობახიძის თქმით, აღნიშნული ეგზიტპოლები დემოკრატიისგან ძალიან შორს დგას, რადგან მისივე თქმით, არჩევნების დასრულებისთანავე ეგზიტპოლების შედეგებს არსად აცხადებენ.

 


"ეს შეიძლება იყოს მხოლოდ რამდენიმე საათის დამუშავებული მასალა და ამას ჩვენი ეგზიტპოლების "მკვლევარებიც" აცხადებდნენ მთელი დრის განმავლობაში" - აღნიშნა კობახიძემ.

 


"ბურჯანაძე-ერთიანი ოპოზიციის" წევრი ყველა მხარდამჭერს მოუწოდებს, ხმის დათვლის პროცესის ბოლომდე ადგილებზე დარჩნენ და ყურადღებით ადევნონ პროცესს თვალი.

 

 

"ჩვენს ყველა მხარდამჭერს და განსაკუთრებით იმ ადამიანებს მოვუწოდებ, რომელიც საკუთარი თავის რისკის ფასად აღმოჩნდა ჩართული საარჩევნო პროცესში და დღეს საარჩევნო უბნებზე იმყოფებიან, რომ ბოლომდე აკონტროლონ დათვლის პროცესი, რადგან დარწმუნებულნი ვართ, რომ საბოლოო შედეგი აცილებული იქნება იმ შედეგებთან, რომელიც "ქართული ოცნებისა" და "ნაციონალური მოძრაობის" მიერ დაქირავებულმა ობიექტებმა ამცნეს საქართველოს.

 


ასე "ქართული ოცნება" შორს ვერ წავა. ჩვენ დაველოდებით უბნებზე შედეგების დათვლას. გვაქვს ინფორმაცია, რომ ზოგიერთ რაიონში და ქალაქში ჩვენ ვართ პირველ და მეორე ადგილზე. რა თქმა, უნდა ჩვენ ამას არ შევეგუებით"- განაცხადა გიორგი კობახიძემ.

 


ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ეგზიტპოლების მიხედვით, 18:00 საათისთვის ხმების უმრავლესობა კოალიცია "ქართული ოცნების" თბილისის მერობის კანდიდატმა დავით ნარმანიამ მიიღო. ეგზიტპოლის 18:00 საათის მონაცემებით, ნარმანია 46.3%-ით ლიდერობს, მეორე ადგილზეა ნ"აციონალური მოძრაობის" თბილისის მერობის კანდიდატი ნიკა მელია ხმების 27.2%-ით, მესამეზე კოალიცია "ნინო ბურჯანაძე - ერთიანი ოპოზიციის" კანდიდატი დიმიტრი ლორთქიფანიძე - 10.4-ით.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი