შეერთებული შტატების პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი ჯებ ბუში მხარდაჭერას თედ კრუზს უცხადებს. ბუში თვლის, რომ ტეხასის სენატორი წარმოადგენს პარტიის საუკეთესო შესაძლებლობას, გაიმარჯვოს თეთრი სახლისათვის ბრძოლაში. ინფორმაციას ამის თაობაზე ამ წუთებში "როიტერსი" ავრცელებს.
განცხადებაში ფლორიდას ყოფილმა გუბერნატორმა კრუზს უწოდა თანმიმდევრული, პრინციპული კონსერვატორი, რომელმაც აჩვენა რომ გააჩნია ამომრჩეველთა მოზიდვის შესაძლებლობა და პრაიმერის შეჯიბრებში გამარჯვების უნარი.
"ვაშინგტონი არის მყიფე მდგომარეობაში და ერთადერთი გზა რესპუბლიკელებმა კვლავ გაიმარჯვონ თეთრი სახლისათვის ბრძოლაში და დააყენონ ჩვენი ერი უკეთეს გზაზე, არის იმ კანდიდატის მხარდაჭერა, რომელსაც შეუძლია იმის არტიკულირება, თუ როგორ დაეხმარება კონსერვატიული პოლიტიკა ხალხს იმაში, რომ მიაღწიოს მის სრულ პოტენციალს," განაცხადა ბუშმა.
63 წლის ბუში, რომლის მამაც და ძმაც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტები იყვნენ, რესპუბლიკელთა პრაიმერებს 20 თებერვალს, სამხრეთ კაროლაინაში სასტიკი დამარცხების შემდეგ გამოეთიშა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.