გიორგი კვირიკაშვილი ბელარუსის მაღალი ტექნოლოგიების პარკს სტუმრობდა
23-03-2016, 05:54

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ბელარუსის მაღალი ტექნოლოგიების პარკის ბიზნეს ინკუბატორი დაათვალიერა.


ბელარუსის მაღალი ტექნოლოგიების პარკი 2006 წელს შეიქმნა და დღემდე, 25 ათასზე მეტი კომპანია ჰყავს დარეგისტრირებული. როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრს მაღალი ტექნოლოგიების პარკში განუცხადეს, 2006 წლიდან დღემდე, 20 ათასზე მეტი სამუშაო ადგილი შექმნეს, ხოლო ექსპორტი, 2006 წლიდან დღემდე 32-ჯერ გაიზარდა და 705,6 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.


მაღალი ტექნოლოგიების პარკის ხელმძღვანელთა ინფორმაციით, პარკის დამკვეთთა შორის არიან მსოფლიოს უმსხვილესი კომპანიები, მათ შორის – Microsoft, Google, Facebook-ი და სხვები.


მაღალი ტექნოლოგიების პარკის მიზანია, დაეხმაროს იდეების მქონე ახალგაზრდებს და ასწავლოს მათ, როგორ მიაღწიონ წარმატებას.


ბელარუსის მაღალი ტექნოლოგიების პარკსა და საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს შორის გაფორმებულია ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომლის ფარგლებში მხარეები, გამოცდილების გაზიარებისა და ერთობლივი პროექტების განხორციელების მიმართულებით, აქტიურად ითანამშრომლებენ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი