საქართველოში ვიზიტად მყოფ აშშ-ის ევროპული სარდლობის მეთაურთან, გენერალ ფილიპ ბრილდავთან ერთად გამართულ პრეს-კონფერენციაზე თინა ხიდაშელი ბელგიის დედაქალაქში მომხდარ აფეთქებებს გამოეხამურა და განაცხადა, რომ უნდა გაძლიერდეს უსაფრთხოების ზომები , თუმცა ტერორიზმზე პასუხი არ უნდა მოიცავდეს თავისუფლების შეზღუდვას და საზღვრების ჩაკეტვას.
"პირველი, რა თქმა უნდა, არის ის, რომ ყველა ძალის მობილიზებით შევქმნათ იმის შესაძლებობა, რომ მსგავსი ტიპის ტერაქტების პრევენცია მოხდეს. როდესაც ნიუ-იორკში 11 სექტემბერი მოხდა, მაშინ ყველას ჰქონდა განცდა, რომ ამაზე უფრო უარესი შეუძლებელია დაემართოს მსოფლიოს. თუ ეს შესაძლებელი იყო მომხდარიყო ნიუ-იორკში, მაშინ ყველა დაუცველია. გუშინდელმა ბრიუსელმა აბსოლუტურად ანალოგიური ემოციით დატოვა მსოფლიო, რადგან ქალაქი, რომელიც ყველას გვგონია, რომ ყველაზე მეტად დაცულია. ცინიზმის პასუხი სწორედ ეს იყო, ბრიუსელი და არა რომელიმე სხვა ქალაქი იმისთვის, რომ ყველას გაგვიჩნდეს დაუცველობისა და უსუსურობის განცდა. პირველი პასუხი უნდა იყოს უსაფრთხოების პრევენცია, უნდა იყოს ღონისძიებები ერთიანი ევროპის მხრიდან, რომელიც ტერორისტებს შესაძლებობას მოუსპობს ასე უპასოხდ დარჩეს მათი მოქმედებები, მეორე და არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ პასუხი არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოიცავდეს იმას, რის გამოც ტერორიზმი მძვინვარებს დღეს მსოფლიოში. პასუხი არ უნდა მოიცავდეს თავისუფლების შეზღუდვას და საზღვრების ჩაკეტვას. სწორედ თავისუფალი მოქალაქეების მიერ შექმნილი თავისუფალი სახელმწიფოები არის ყველაზე ადეკვატური პასუხი ნებისმიერ აგრესიაზე, მათ შორის ტერორისტულ აქტებზე", - განაცხადა ხიდაშელმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.