გენერალი ფილიპ ბრიდლავი: საქართველომ რუსეთიდან მომავალ საფრთხეებს ნატო-სთან მეტი თანამშრომლობით და "მეტი წვრთნებით" უნდა უპასუხოს
23-03-2016, 07:14

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

აშშ-ს ევროპული სარდლობის მეთაურმა და ნატო-ს მოკავშირეთა გაერთიანებული ძალების (SHAPE) უმაღლესმა მთავარსარდალმა, გენერალმა ფილიპ ბრიდლავმა საქართველოს თავდაცვის მინისტრთან თინათინ ხიდაშელთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ საქართველომ რუსეთიდან მომავალ საფრთხეებს დასავლეთთან, მათ შორის ნატო-სთან მეტი თანამშრომლობით და "მეტი წვრთნებით" უნდა უპასუხოს.


"მნიშვნელოვანია გავაგრძელოთ ის, რასაც ვაკეთებთ დღემდე. ეს არის დემონსტრირება მთელი სამყაროსთვის, რომ საქართველო და მისი სამხედროები მჭიდრო კავშირს ესწრაფვის არა მხოლოდ ამერიკის შეერთებულ შტატებთან, არამედ ნატო-სთან. უნდა გავხადოთ უფრო მჭიდრო ეს კავშირები, ჩავატაროთ მეტი წვრთნა, რათა სამყარომ დაინახოს, რომ საქართველო და მისი სამხედროები არიან ნატო-სთან თავსებადები და ეს არის მათი მისწრაფება", -განაცხადა ბრიდლავმა.


მისივე თქმით, ზოგიერთის წარმოდგენაში ნატო-ს ალიანსი არის მხოლოდ სამხედროთა ერთობა.


"რასაკვირველია სამხედროები მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენენ ალიანსის, მაგრამ სინამდვილეში ნატო-ს წევრი სახელმწიფოები ეს გახლავთ ის ჯგუფი, რომელსაც აკავშირებს საერთო ღირებულებები და პრინციპები, ეს ის პრინციპები და ღირებულებებია, რომელსაც საქართველო იზიარებს და ზუსტად ამიტომ გამოთქვამს სურვილს, გახდეს ნატო-ს წევრი სახელმწიფო. ამ ღირებულებების და პრინციპების გამზიარებელი სახელმწიფოები, ერთნაირად მოაზროვნე სახელმწიფოები არის ზუსტად ის ბირთვი, რომელიც ქმნის სოლიდარობას", - განაცხადა ფილიპ ბრიდლავმა.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი