თამარ სანიკიძე "აუდიტორია 115"-ისა და თსუ-ს სტუდენტური თვითმმართველობის წარმომადგენლებს ხვდება
23-03-2016, 08:07

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე "აუდიტორია 115"-ისა და თსუ-ს სტუდენტური თვითმმართველობის წარმომადგენლებს დახურულ კარს მიღმა ხვდება.


როგორც "აუდიტორია 115"-ის წარმომადგენლმა თორნიკე შევარდნაძემ შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა, ისინი მინისტრისაგან მოითხოვენ სასწრაფოდ დაიწყოს უნივერსიტეტის თვითმმართველობის რეფორმირების პროცესი, რომელიც უნივერსიტეტის რექტორის ინსტიტუტს, აკადემიურ საბჭოსა და სენატის არჩევნებსაც უნდა შეეხოს.


"ჩვენ ასევე დავაყენებთ საკითხს, რომ სამინისტრო დაგვეხმაროს "ოდეერებთან" დაკავშირებით დაიწყოს გამოძიება. სავარაუდოდ, ჩვენ საპარლამენტო კომისიის შექმნას მოვითხოვთ", - განაცხადა თორნიკე შევარდნაძემ.


უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტის შალვა საბაურის განცხადებით კი, სტუდენტური თვითმმართველობა განათლების მინისტრის წინაშე კანცლერის მრჩევლის თანაშემწედ კუდ-ის მაღალჩინოსნის დანიშვნასთან დაკავშირებულ საკითხს დააყენებს. საბაურის თქმით, დღეს მათ პასუხი მიიღეს გამოთხოვილ ინფორმაციაზე, რომლის თანახმადაც, უნივერსიტეტის კანცლერის მრჩევლის თანამდებობას რექტორის ცოლის ნათესავი ზურაბ კუბლაშვილი 2014 წლიდან იკავებს.


შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა განათლების მინისტრმა თამარ სანიკიძემაც.


"დღეს ჩამოყალიბდება კონკრეტული სამოქმედო გეგმა და ერთმანეთისაგან გავმიჯნავთ სხვადასხვა თემებს, რომელიც ნაწილობრივ შესაძლოა სამინისტროს მოსაგვარებელია, ნაწილობრივ საკანონმდებლო ინიციატივის თემაა. შესაძლოა ზოგიერთი საკითხი უნივერსიტეტის შიგნით მოსაგვარებელია", - განაცხადა განათლების მინისტრმა.


რაც შეეხება "ოდეერების" ინსტიტუტთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნას, მინისტრმა განმარტა, რომ ამ ეტაპზე საგამოძიებო კომისიის შექმნის მიზანშეწონილობა არ დგას.


"ამიტომ მნიშვნელოვანია უნივერსიტეტი რა დოკუმენტებს მოიპოვებს, კვლევა რითი დასრულდება, რომ ვნახოთ საგამოძიებო კომისიაა საჭირო, პროკურატურა თუ სამინისტროს მონაწილეობა", - განაცხადა თამარ სანიკიძემ. მინისტრი არ გამორიცხავს, რომ გარკვეულ საკითხებზე მსჯელობა დიდხანს გაგრძელდეს, მათ შორის "ოდეერების" თემაზე, რომელზეც მოკვლევა უნივერსიტეტს დაწყებული აქვს და სამინისტრო შედეგებს ელოდება.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი