კვირიკაშვილმა საქართველო-ბელორუსიის ბიზნეს ფორუმზე ქვეყანაში უცხოური ინვესტიციების მნიშვნელოვანი ზრდის ტენდენციებზე ისაუბრა
23-03-2016, 08:43

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საქართველო-ბელორუსიის ბიზნეს ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას ქვეყანაში უცხოური ინვესტიციების მნიშვნელოვანი ზრდის ტენდენციებზე ისაუბრა.


მისი განმარტებით, 2014 წელს უცხოური ინვესტიციებმა 1.76 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც 97%-ით აღემატებოდა 2013 წლის მაჩვენებელს.


„2014 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მთლიანმა მოცულობამ 1.76 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც 97%-ით აღემატება 2013 წლის მაჩვენებელს. ეს გარემოება განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს რეგიონში და მისი ფარგლების გარეთ არსებული ეკონომიკური და ფინანსური კრიზისის პირობებში, რომელმაც არაერთი მეზობელი ქვეყნის განვითარება შეანელა. 2015 წელს პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა, წინასწარი მონაცემებით, 1.35 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. პირდაპირი უცხოური ინვესტიციების უდიდესი წილი ტრანსპორტის, კავშირგაბმულობის, ფინანსების, მშენებლობის, წარმოებისა და ენერგეტიკის სფეროებზე მოდიოდა”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.


საქართველოს პრემიერ-მინისტრის თქმით, ბელორუსიის პრემიერთან გუშინ გამართულ შეხვედრაზე განხილული იყო თანამშრომლობის ბევრი საინტერესო მიმართულება, მათ შორის საინფორმაციო და მაღალი ტექნოლოგიების სფერო, ტრანსპორტი, ტურიზმი და სხვა.


გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ სექტემბერში თბილისი ბელორუსიის ტექნოლოგიების გამოფენას უმასპინძლებს და იმედი გამოთქვა, რომ თანამშრომლობის პირველი შედეგები წლის ბოლოსთვის უკვე გამოჩნდება. პრემიერი დარწმუნებულია, რომ ბელორუსია-საქართველოს ბიზნესფორუმი ურთიერთხელსაყრელი ეკონომიკური ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებას შეუწყობს ხელს.


ბიზნეს ფორუმის გახსნაში საქართველოს მთავრობის მეთაურმა ბელორუს კოლეგასთან ერთად მიიღო მონაწილეობა. ანდრეი კობიაკოვმა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მთელი რიგი მიმართულებებით, ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავების პოტენციალი არსებობს. მისი თქმით, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზანია, ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვის ზრდა 200 მილიონ აშშ დოლარამდე. ანდრეი კობიაკოვმა საქართველოში ბელორუსი ტურისტების მზარდ ტენდენციაზეც ისაუბრა. ბელორუსიის პრემიერმა იმედი გამოთქვა, რომ ფორუმი ბიზნესებს შორის კონტაქტების გაღრმავებას შეუწყობს ხელს. ბიზნესფორუმში 50-მდე ქართულმა და ბელორუსულმა კომპანიამ მიიღო მონაწილეობა. კომპანიებმა, ფორუმის დასრულების შემდეგ, საკუთარი პროდუქცია საქართველოსა და ბელორუსის პრემიერ-მინისტრებს წარუდგინეს.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი