ფილიპ ბრიდლავი: ქართველი, ამერიკელი და ბრიტანელი სამხედროების მონაწილეობით ვაზიანის პოლიგონზე მაისში დაგეგმილი ერთობლივი სწავლება წელს უფრო მასშტაბური იქნება
23-03-2016, 09:07

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ჩვენ სრულად და მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს სუვერენიტეტს და საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, - ეს განცხადება აშშ-ის ევროპული სარდლობის მეთაურმა, გენერალმა ფილიპ ბრიდლავიმ საქართველოში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის მინისტრთან თინათინ ხიდაშელთან გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ ერთობლივი პრესკონფერენციაზე გააკეთა. მან ასევე აღნიშნა, რომ ქართველი, ამერიკელი და ბრიტანელი სამხედროების მონაწილეობით ვაზიანის პოლიგონზე მაისში დაგეგმილი ერთობლივი სწავლება წელს უფრო მასშტაბური და გაუმჯობესებული იქნება.


"დღეს მქონდა შესაძლებლობა, ვსტუმრებოდი თქვენს ადმინისტრაციულ საზღვარს. ჩემთან ერთად იმყოფებოდნენ საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი და აშშ-ის ელჩი საქართველოში. ვიხილე ხელოვნურად ორად გაყოფილი ქართველი ხალხი. თქვენს მამაც ქვეყანას უშუალოდ აქვს გამოცდილი რუსეთის მცდელობა, გააფართოვოს იძულებითი და კოროზიული გავლენა მის საზღვრებს მიღმა. ახლა კი, იგი ცდილობს, რომ აგრესიულად ითამაშოს მსოფლიო არენაზე. საბოლოო ჯამში, რუსეთის ინტერესია, შეცვალოს საერთაშორისო სისტემაში არსებული წესები და პრინციპები, დაანაწევროს თავისუფალი სამყარო და გამოწვევა შეუქმნას ჩვენს სიმტკიცეს.


ნატოსთვის დიდი პატივია ჰყავდეს საქართველოს მსგავსი მტკიცე პარტნიორი, რომელიც აგრძელებს უაღრესად მნიშვნელოვანი წვლილის შეტანას საერთაშორისო უსაფრთხოებაში. როგორც ყველამ ვიცით, საქართველო გახლავთ ავღანეთის მისიაში მეორე კონტრიბუტორი ქვეყანა აშშ-ის შემდეგ. საერთაშორისო ოპერაციებში მონაწილეობით საქართველო მნიშვნელოვან როლს თამაშობს საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნებაში. ჩვენ უაღრესად მადლობელი ვართ ქართველი ხალხისადმი იმისათვის, რომ ისინი დიდ სიმტკიცეს და ერთგულებას იჩენენ საერთაშორისო უსაფრთხოებისადმი," განაცხადა გენერალმა ბრიდლავიმ.


მან ასევე აღნიშნა, რომ "ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეები 15 წელზე მეტია ერთად, მხარდამხარ იბრძვიან საერთაშორისო უსაფრთხოების ოპერაციებში. ორივე ქვეყნის ჯარისკაცებმა იციან, თუ რას ნიშნავს იყვნენ თანამებრძოლები მზარდი გამოწვევებით აღსავსე დღევანდელ რთულ უსაფრთხოების გარემოში. ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო დახმარების პროგრამა ფოკუსირებულია საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობის გაძლიერებაზე და აშშ-სა და ნატოსთან საქართველოს ურთიერთთავსებადობის გაზრდაზე. ჩვენი მიზანია, საქართველო იყოს მაქსიმალურად მომზადებული იმ დღისთვის, როდესაც ნატო გადაწყვეტილებას მიიღებს.


გავიმეორებ, ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს მისწრაფებას გაწევრიანდეს ჩრდილო-ატლანტიკულ ალიანსში. ეს არის ჩვენი პოზიცია 2008 წლის ბუქარესტის სამიტიდან მოყოლებული".


ამერიკელმა გენერალმა ქართველი, ამერიკელი და ბრიტანელი სამხედროების მონაწილეობით ვაზიანის პოლიგონზე დაგეგმილ ერთობლივ სწავლებაზეც გააკეთა განცხადება და თქვა, რომ "სწავლება იქნება უფრო მასშტაბური და გაუმჯობესებული გასულ წელთან შედარებით."


ჩვენ მოუთმენლად ველით დაგეგმილ ერთობლივ სწავლებას საქართველოსთან, რომელიც კიდევ უფრო გააძლიერებს ჩვენს პარტნიორობას და კიდევ უფრო დააახლოვებს საქართველოს ჩვენ სტანდარტებთან. ორივე სწავლება - „ღირსეული პარტნიორი“ და „მტკიცე სული“ გააძლიერებს ჩვენს შესაძლებლობას, ვიმოქმედოთ ნატოს ისეთ პარტნიორ ქვეყნებთან, როგორიცაა საქართველო, რომელიც ნატოს სწრაფი რეაგირების ძალებში მონაწილეობს. მაისში „ღირსეული პარტნიორი 2016“ სამი კვირის განმავლობაში თავს მოუყრის ქართველ, ამერიკელ და ბრიტანელ სამხედროებს ვაზიანის პოლიგონზე, რათა გავაძლიეროთ ნატოს სწრაფი რეაგირების ძალების შესაბამისი შესაძლებლობები. წლევანდელი სწავლება იქნება უფრო მასშტაბური და გაუმჯობესებული გასულ წელთან შედარებით.


ქალბატონო მინისტრო, მინდა გულწრფელი მადლობა გადაგიხადოთ თქვენ და ქართველ ხალხს, განსაკუთრებით კი მამაც ქართველ სამხედროებს, რომლებიც თავგანწირვით ასრულებენ მისიას ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების მხარდამხარ მთელი მსოფლიოს მასშტაბით მიმდინარე უსაფრთხოების მისიებში. ჩვენ ერთად ვიბრძვით მშვიდობისა და უსაფრთხოებისათვის ძალიან სახიფათო საომარ მოქმედებათა თეატრებში. ჩვენ ჩამოგვიყალიბდა ძალიან მჭიდრო კავშირები. საქართველო ნამდვილად ღირსეული პარტნიორია და გვსურს, რომ ეს პარტნიორობა კიდევ უფრო გაღრმავდეს, რათა შევქმნათ უფრო უსაფრთხო და დაცული მომავალი ჩვენი ქვეყნებისთვის," განაცხადა ამერიკელმა გენერალმა.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი