პაატა ბურჭულაძე უარყოფს 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში მისი დაფუძნებული ფონდის მონაწილეობის შესახებ გავრცელებულ მოსაზრებას - აუდიტის სამსახური
23-03-2016, 10:25

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

"პაატა ბურჭულაძე - საქართველოს განვითარების ფონდმა" სახელმწიფო აუდიტის სამსახურს განუმარტა, რომ ფონდს არანაირი საარჩევნო და პოლიტიკური მიზნები არ გააჩნია. ამის შესახებ ნათქვამია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში, რომლის მიხედვითაც ფონდმა უარყო გავრცელებული მოსაზრებები 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით.


სახელმწიფო აუდიტის სამსახური არასამთავრობო ორგანიზაცია "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების" (ISFED) მიერ 2016 წლის 21 მარტს გამოქვეყნებული კვლევის შედეგებთან დაკავშირებით პოზიციას გამოხატავს და განმარტავს, რომ 2016 წლის 5 თებერვლის გენერალური აუდიტორის ბრძანების საფუძველზე, ლეონიდ ჩერნოვეცკის ფონდი "გაერთიანება ბედნიერი საქართველოსთვის" "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის საფუძველზე აღიარებულია გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე პირად და გავრცელდა პოლიტიკური პარტიებისთვის გათვალისწინებული შეზღუდვები.


"მას მიეცა მითითება საქველმოქმედო და პოლიტიკური მიზნების გამიჯვნასთან დაკავშირებით, რომლის შესრულების მიმდინარეობაც კონტროლდება სახელმწიფო აუდიტის სამსახურის წარმომადგენლების მიერ. ასევე მიმდინარეობს საქველმოქმედო ორგანიზაცია "სოციალური პარტნიორობის" საქმიანობის მონიტორინგიც და საარჩევნო კამპანიაში რაიმე ფორმით მონაწილეობის დაფიქსირების შემთხვევაში მოხდება კანონმდებლობით გათვალისწინებული რეაგირება", - აცხადებენ აუდიტის სამსახურში.


რაც შეეხება კვლევაში დაფიქსირებული მეორე სუბიექტის საქმიანობას, როგორც უწყებაში განმარტავენ, ამასთან დაკავშირებით სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ 2016 წლის 1-ელ მარტს, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის "პაატა ბურჭულაძე - საქართველოს განვითარების ფონდის" სახელზე გაიგზავნა წერილი, რომლითაც მოთხოვნილი იყო საქმიანობასთან და შესაძლო საარჩევნო მიზნებთან დაკავშირებული ინფორმაცია.


"აღნიშნული წერილის საპასუხოდ, 2016 წლის 14 მარტს "პაატა ბურჭულაძე - საქართველოს განვითარების ფონდმა" განმარტა, რომ ფონდს არ გააჩნია არანაირი საარჩევნო და პოლიტიკური მიზნები და უარყო გავრცელებული მოსაზრებები 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით. აღნიშნულიდან გამომდინარე, სახელმწიფო აუდიტის სამსახურს ამ ეტაპზე არ გააჩნია ფორმალური საფუძველი "პაატა ბურჭულაძე - საქართველოს განვითარების ფონდი" დაექვემდებაროს პოლიტიკური პარტიებისთვის დადგენილ შეზღუდვებს, რადგანაც "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის 71 მუხლის შესაბამისად, "გაცხადებული საარჩევნო მიზანი ის ფაქტობრივი გარემოებაა, როდესაც იკვეთება კონკრეტული პირის არჩევნებში მონაწილეობის გზით ხელისუფლებაში მოსვლის სურვილი. განცხადება გაკეთებული უნდა იყოს საჯაროდ და მიმართული უნდა იყოს საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბებისკენ", - განმარტავენ სახელმწიფო აუდიტის სამსახურში.


სახელმწიფო აუდიტში აცხადებენ, რომ ზემოაღნიშნულის მიუხედავად, უწყება განაგრძობს ყველა მსგავსი სუბიექტის აქტივობის შესწავლას, ხოლო მონიტორინგის შედეგად გამოვლენილი საკითხებისა და აღმოჩენილი დარღვევების შესახებ ნებისმიერ დაინტერესებულ მხარეს დაუყოვნებლივ მიაწვდის ინფორმაციას.


"ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ყველა სუბიექტს, ვისაც აქვს სურვილი მონაწილეობა მიიღოს 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში, დაექვემდებაროს პოლიტიკური პარტიებისთვის კანონმდებლობით დადგენილ წესებს და დარეგისტრირდეს სახელმწიფო აუდიტის სამსახურში, რათა მივაღწიოთ პოლიტიკური ფინანსების მაქსიმალური გამჭვირვალობის სტანდარტს და სამართლიანი საარჩევნო გარემოს ფორმირებას", - აცხადებენ სახელმწიფო აუდიტის სამსახურში.

 

 

კომენტარები: 12
#12   Jaimie
      
References:


Osko casino fast deposit osko mobile casino
დღეს, 06:32
#11   Nan
      
References:


Online pokies PayID gophotos.cn
დღეს, 04:15
#10   Randi
      
References:


Wire transfer live casino australia bbs.wj10001.com
გუშინ, 16:36
#9   Ashli
      
References:


Trusted osko pokies sites trusted Osko pokies
გუშინ, 11:50
#8   Harriet
      
References:


Wire transfer casino minimum deposit Australia play casino with wire transfer australia
გუშინ, 08:02
#7   Erna
      
References:


Live bank transfer casino australia test-sida.noads.biz
გუშინ, 02:01
#6   Freda
      
References:


Deposit with MiFinity casino Australia MiFinity casino live dealer Australia
22 ოქტომბერი 2026 14:14
#5   Rhonda
      
References:


Best MiFinity casinos Australia intensedebate.com
22 ოქტომბერი 2026 08:46
#4   Breanna
      
References:


MiFinity blackjack casino http://9youro.com/
22 ოქტომბერი 2026 03:49
#3   Asa
      
References:


BPay maximum deposit casino bbs.hgzvip.net
18 ოქტომბერი 2026 18:41
#2   Mandy
      
References:


How to use neosurf at online casinos neosurf accepted
casinos
14 ოქტომბერი 2026 01:52
#1   Rogelio
      
References:


Wire transfer casino deposit bonus Australia bbs.pcgpcg.net
11 ოქტომბერი 2026 11:56
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი