ბელგიის ჯანდაცვის მინისტრი: დაახლოებით 300 დაჭრილი ადამიანიდან 61 ჯერ კიდევ კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება
24-03-2016, 00:01

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სამშაბათს თვითმკვლელი ტერორისტების მიერ ბრიუსელში განხორციელებული აფეთქებების შედეგადად დაჭრილი უამრავი ადამიანი ინტენსიური მკურნალობის ქვეშ იმყოფება. ამის შესახებ ბელგიის ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა.


როგორც BBC იტყობინება, მაგი დე ბლოკმა თქვა, რომ დაახლოებით 300 დაჭრილიდან 61 ჯერ კიდევ კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება. მინისტრმა ვარაუდი გამოთქვა, რომ გარდაცვლილთა რიცხვმა შესაძლოა მოიმატოს.


ბელგიის ფედერალურმა პროკურატურამ დაადასტურა, რომ მათ 4 თავდამსხმელიდან ორის, ძმების ხალიდ და ბრაჰიმ ელ-ბაქრაოუების იდენტიფიცირება მოახდინეს.


დანარჩენი ორი თავდამსხმელის ვინაობა ჯერ კიდევ არ გამჟღავნებულა. ცნობილია ის, რომ ერთ-ერთი გარდაიცვალა, ხოლო მე-2 გაქცეულია.


 ბრაჰიმ ელ-ბაქრაოუმ ბრიუსელის ზავენტემის აეროპორტში თავდასხმისას თავი აიფეთქა, რასაც 11 ადამიანის სიცოცხლე ემსხვეპლა, ხოლო ხალიდმა ტერორისტული აქტი მაელბეკის მეტროში განახორციელა, სადაც 20 ადამიანი დაიღუპა, - განაცხადეს პროკურორებმა.


დაუდასტურებელი ცნობით, ერთ-ერთი თავდამსხმელი ძებნილი ჯიჰადისტი ნაჯიმ ლაახრაოუია, რომელსაც სავარაუდოდ, პარიზის აფეთქებებთან აქვს კავშირი.


დღეს ევროკავშირის შინაგან საქმეთა და იუსტიციის მინისტრები ბრიუსელში საგანგებო შეკრებას გამართავენ და იმსჯელებენ, თუ რა პასუხი გასცენ ბელგიის დედაქალაქში სამშაბათს განხორციელებულ აფეთქებებს.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი