ცნობილი ხდება ავიაციაში ერთ-ერთ ყველაზე დიდ ამოუხსნელ მისტერიად და დღემდე დაკარგულად მიჩნეული მალაიზიის თვითმფრინავის გაუჩინარების ახალი დეტალები
24-03-2016, 00:45

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ავსტრალიის ტრანსპორტის მინისტრმა განაცხადა, რომ თვითმფრინავის ორი ნაწილი, რომელიც მოზამბიკშია ნაპოვნი, "თითქმის დანამდვილებით", დღემდე დაკარგულად მიჩნეული მალაიზიის ავიახაზების (გაფრენის ნომერი MH370) კუთვნილი თვითმფრინავისაა. ამის შესახებ BBC წერს.

 

 

ნამსხვრევების ორი სხვადასხვა ფრაგმენტი საზოგადოების წევრებმა ნახეს და ავსტრალიაში ანალიზითვის გადაიტანეს.

 



დარენ ჩესტერმა განაცხადა, რომ ნაპოვნი  ფრაგმენტები "დინების მოდელირებასთან თავსებადია", უფრო კონკრეტულად კი, თავსებადია იმასთან, თუ როგორ შეიძლებოდა გადაეტანა დაკარგული თვითმფრინავი ოკეანის დინებას.


MH370 2014 წლის მარტში გაუჩინარდა. თვითმფრინავის ბორტზე 239 ადამიანი იმყოფებოდა.


თვითმფრინავი მალაიზიის დედაქალაქ კუალა ლუმპურიდან პეკინში მიფრინავდა, როცა რადარებიდან გაქრა. დღემდე ფართოდ მიიჩნევდნენ, რომ ის ინდოეთის ოკეანეში იყო ჩამოვარდნილი.


თვითმფრინავის, მისი მგზავრებისა და ეკიპაჟის ბედი დღემდე რჩება ავიაციის ერთ-ერთ ყველაზე დიდ ამოუხსნელ მისტერიად. 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი