დავით ბაქრაძე: მთავრობა ცდილობს, საზოგადოებას ზეიმის იმიტაცია შესთავაზოს
15-06-2014, 12:11

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საპარლამენტო უმცირესობის წევრის დავით ბაქრაძის განცხადებით, მთავრობა ცდილობს, საზოგადოებას ზეიმის იმიტაცია შესთავაზოს, თითქოს მათ საზეიმოდ და მისალოცად აქვთ საქმე.

 


"რა უნდა იზეიმოს მთავრობამ, სადაც მოსახლეობის 60% არ მოვიდა არჩევნებზე?! თითოეული არმოსული ადამიანი, ეს არის პროტესტი მთავრობისა და ქვეყანაში არსებული მდგომარეობის წინააღმდეგ. რა უნდა იზეიმოს მთავრობამ, როცა ეგზიტპოლის მონაცემების მიხედვით, პრაქტიკულად ყველა დიდ ქალაქში დანიშნული აქვს მეორე ტური, მათ შორის თბილისშიც.

 


რა უნდა იზეიმოს მთავრობამ, რომელიც საზეიმოდ აცხადებდა რამდენიმე დღის წინ, რომ მას აღარ ჰყავდა ოპოზიცია და დღეს დაფიქსირდა, რომ ამ ქვეყანაში არსებობს ძალიან ძლიერი ოპოზიციური ძალა. ამიტომ მე ვერ გეტყვით, რამდენად საზეიმოდ აქვს მთავრობას საქმე. არც ჩვენ ვაპირებთ ზეიმს და ვართ შერიგებაზე, ქვეყნის დამშვიდებაზე ორიენტირებული ძალა, რომელიც მოდის ერთადერთი მიზნით – წერტილი დაუსვას დაპირისპირებას", – განაცხადა დავით ბაქრაძემ.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი