ხიდაშელი ჯარისკაცებს: ვიბრძოლოთ ბოლომდე, სანამ არსებობს საფრთხე, რომ ჩვენს შვილებს, თქვენს შვილებს ემუქრება ტერორიზმის საფრთხე
24-03-2016, 02:20

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ვაზიანის სამხედრო ბაზაზე ავღანეთის სამხედრო მისიაში გამგზავრების ცერემონია გაიმართა. ავღანეთში მიემგზავრებიან მეოთხე მექანიზებული ბრიგადის 42-ე ბატალიონი, ასევე მეხუთე ქვეითი ბრიგადის 52-ე ბატალიონი და გვარდიის ოცეული. ცერემონიას საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი ესწრებოდა. მან ჯარისკაცებს სიტყვით მიმართა და მათ სამშობლოში მშვიდობიანად დაბრუნება უსურვა.


"მართალია, დღეს გაცილების დღეა, კიდევ უფრო საზეიმო და მნიშვნელოვანი დღე იქნება, როდესაც ყველანი მშვიდობით დაგვიბრუნდებით უკან. თქვენ ხართ სახე, სახელი და ღირსება ქართული სახელმწიფოსი და ეს არ არის უბრალო სიტყვები, ეს არის რეალობა, რომლითაც საქართველო ცხოვრობს ბოლო 15 წელია. იმ პირველი დღიდან, როდესაც პირველი ქართველი სამხედრო დადგა უცხო ქვეყნის მიწაზე მშვიდობის დასაცავად და მშვიდობის შენარჩუნებისთვის. ორი დღის წინ ბრიუსელში მომხდარმა ტერაქტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რამდენად სწორი არჩევანია, რომელიც ქართულ სახელმწიფოს აქვს გაკეთებული და რამდენად მნიშვნელოვანია ის ბრძოლა, რომელშიც ჩვენ ყველანი ერთად ვმონაწილეობთ. ჩვენი ყველაზე უფრო მთავარი და მნიშვნელოვანი ამოცანა ის უნდა იყოს, რომ ვიბრძოლოთ ბოლომდე, სანამ არსებობს საფრთხე, რომ ჩვენს შვილებს, თქვენს შვილებს ემუქრება ტერორიზმის საფრთხე," - განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.


 42-ე ბატალიონი ქაბულში იმსახურებს, 52-ე ბატალიონი კი ბაგრამის საავიაციო ბაზას დაიცავს. მისია შვიდი თვე გაგრძელდება.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი