მურმან ჯინორია თერჯოლელი მაყურებლის წინაშე მონო სპექტაკლით - „ქარი მწყურია მე პირდაპირი“ - წარსდგა
24-03-2016, 02:34

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ცნობილი ქართველი მსახიობი და მხატვრული კითხვის ოსტატი მურმან ჯინორია თერჯოლელი მაყურებლის წინაშე მონო სპექტაკლით - „ქარი მწყურია მე პირდაპირი“ - წარსდგა.


„ქარი მწყურია მე პირდაპირი“- ესაა მონოსპექტაკლი ერთ მოქმედებად, სადაც ინსცენირება, რეჟისურა, მხატვრობა და მუსიკალური გაფორმება თავად მსახიობს ეკუთვნის.


სპექტაკლი ოთხი პირობითი ნაწილისგან – წელიწადის დროთაგან შედგება და ყველა მათგანში ქართული ლიტერატურის საუკეთესო ნიმუშებია შესული. მსახიობმა თავისი ინტერპრეტაციით შეასრულა ტერენტი გრანელის, გურამ რჩეულიშვილის, ტატო ბარათაშვილის, ილია ჭავჭავაძის, ტიციან ტაბიძის, ლადო ასათიანის, მუხრან მაჭავარიანის, მურმან ლებანიძის, შოთა ნიშნიანიძის, მორის ფოცხიშვილის, ჯანსუღ ჩარკვიანის, პეტრე გრუზინსკისა და გალაკტიონ ტაბიძის გენიალური პოეტური ქმნილებები. ხანმოკლე შესვენებების დროს გაიმართა დიალოგი მსახიობსა და აუდიტორიას შორის. მსახიობმა უპასუხა მაყურებლის შეკითხვებს და გაიხსენა ეპიზოდები თავისი ხანგრძლივი და მდიდარი შემოქმედებითი ცხოვრებიდან.


სპექტაკლს ესწრებოდნენ თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგებელი თეიმურაზ ჯაფარიძე, საკრებულოს თავმჯდომარე ავთანდილ ჩუბინიძე და მუნიციპალიტეტის სხვა ხელმძღვანელი პირები. სპექტაკლის ბოლოს მურმან ჯინორიამ დიდი მადლობა გადაუხადა მხარდაჭერისათვის თეიმურაზ ჯაფარიძეს, რომელთანაც დიდი ხნის მეგობრობა აკავშირებს.


„ჩვენი მეგობრობა თითქმის ნახევარ საუკუნეს ითვლის, ჩვენ ჯერ კიდევ სტუდენტობის დროს ერთად მივიღეთ მონაწილეობა სპექტაკლში. მურმანმა მაჯობა ხელოვნებაში, მე კი მას პოლიტიკაში ვაჯობე," განაცხადა თეიმურაზ ჯაფარიძემ.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი