ახალი ზელანდიის მოსახლეობამ ეროვნულ რეფერენდუმზე, წინასწარი შედეგების მიხედვით, ხმა მისცა არსებული სახელმწიფო დროშის შენარჩუნებას. ამის შესახებ BBC წერს.
რეფერენდუმზე დასმული იყო შეკითხვა, უნდა შეცვლილიყო თუ არა დროშაზე გამოსახული დიდი ბრიტანეთის დროში ახალი დიზაინით, ვერცხლისფერი გვიმრით.
უკვე დათვლილი 2,119,953 ხმის შედეგები აჩვენებს, რომ 56.61%-მა ხმა მისცა იმას, რომ არ შეცვლილიყო დროშა. პრემიერ მინისტრმა ჯონ ქეიმ მოუწოდა ახალ ზელანდიელებს "ჩაიხუტონ" დროშა და რაც უფრო მნიშვნელოვანია, იამაყონ ამ დროშით.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.