ვიცე-პრემიერი, „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გენერალური მდივანი კახა კალაძე 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ბიძინა ივანიშვილის საარჩევნო სიაში ყოფნას გამორიცხავს. იგი თვლის, რომ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნება არასწორი იქნება.
„სიაში მე გამოვრიცხავ ბიძინა ივანიშვილის ყოფნას, იმიტომ, რომ ადამიანი იყო პრემიერ-მინისტრი. სხვათა შორის, ძალიან საინტერესოა ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური მოღვაწეობა. როდესაც ის პოლიტიკაში შემოვიდა, მაშინვე გააკეთა განცხადება, რომ ის მოვიდოდა პოლიტიკაში, გაიმარჯვებდა და გარკვეული დროის განმვალობაში დატოვებდა თანამდებობას.
ეს მართლაც ასე მოხდა. ადამიანი შემოვიდა პოლიტიკაში, შექმნა ახალი გუნდი. ძალიან ბევრი საუბრობდა იმაზე, რომ წარმატების მიღწევა შეუძლებელი იქნებოდა, თუმცა, ჩვენ მივაღწიეთ გამარჯვებას. ბიძინა ივანიშვილმა თავისი სიტყვა შეასრულა.
ასეთი რაღაცები ზოგადად, არ ხდება ხოლმე. ჩვენ ისტორიას რომ გადავხედავთ, ადამიანები რომლებიც ხელისუფლებაში მოვლენ, თუ არ გააგდეს, ისინი არ მიდიან. ამ ადამიანმა თავისი ნებით დატოვა თანამდებობა. ასე რომ, ის ისევ დაბრუნდეს პოლიტიკაში და სიაში ვიხილოთ, არ იქნება სწორი," განაცხადა კახა კალაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.