კახა კალაძის განცხადებით, საარჩევნო სიებთან დაკავშირებით კონსულტაციები ჯერ კიდევ გრძელდება, თუმცა მისი თქმით, სიაში აუცილებლად იქნებიან ახალი სახეები, ახალგაზრდები და ქალბატონები.
"ზოგი ცნობილი სახე იქნება, ზოგი შეიძლება ნაკლებად ცნობილი, მაგრამ წარმატებული ახალგაზრდა," აღნიშნა მან.
შეკითხვაზე, იქნებიან თუ არა საარჩევნო სიაში სპორტსმენები, როგორც ეს 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების სიაში იყო, კალაძემ უპასუხა, რომ სპორტსმენიც წარმატებული ადამიანია და ყველა ადამიანი, ვინც სასარგებლო საქმეს აკეთებს ჩვენი ქვეყნისთვის, მისასალმებელია.
"ასევე ქალბატონებს ძალიან დიდ ყურადღებას ვუთმობთ. მიგვაჩნია, რომ რაც უფრო მეტი ქალბატონი იქნება ჩართული აქტიურად პოლიტიკაში, მისასალმებელია", - განაცხადა კახა კალაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.