პარტია "ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს" აღმასრულებელი მდივნის ირაკლი კობახიძის განცხადებით, ამ ეტაპზე არ იქნება მიზანშეწონილი იმ პირების დასახელება, ვინც 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე შესაძლოა კოალიცია "ქართული ოცნების" საარჩევნო სიაში იყვნენ, თუმცა მან არ გამორიცხა, რომ მათ სიაში საზოგადოება 20/30-ის წევრებიც აღმოჩნდნენ.
"ამჟამად არ არის საჭირო არც ერთი სახელის და გვარის დაკონკრეტება. ამისგან ვიკავებთ ჯერჯერობით თავს. ჩვენთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი გახლავთ გუნდის გაძლიერება იმ სფეროებში, სადაც განსაკუთრებული ყურადღება მართებს პარლამენტს, სადაც განსაკუთრებით საჭიროა საპარლამენტო მუშაობის გაძლიერება. ეს არის სწორედ კანონშემოქმედებითი სფერო, ეს არის ეკონომიკისა და ფინანსების სფერო და ეს არის საგარეო ურთიერთობების სფერო. ეს არის სამი პრიორიტეტული მიმართულება და ამაზე განსაკუთრებულ აქცენტს გავაკეთებთ," განუცხადა ჟურნალისტებს ირაკლი კობახიძემ.
შეკითხვაზე, იქნებიან თუ არა 20/30-ის ექსპერტები აღნიშნულ სიაში, კობახიძემ უპასუხა: "გამორიცხული არაფერი არ არის, 20/30-ში წარმოდგენილი არიან კვალიფიციური ადამიანები, აქედან გამომდინარე ბუნებრივია ჩვენ ვერ გამოვრიცხავთ იმას, რომ ამ საზოგადოების წევრებიც აღმოჩნდნენ ჩვენს სიაში," თქვა ირაკლი კობახიძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.