პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილი და ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე ლარის გაუფასურების კუთხით "საეჭვოდ, ანტისახელმწიფოებრივ გადაწყვეტილებებს იღებდნენ სინქრონში, შეხმატკბილებულად", - ამის შესახებ საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე თამაზ მეჭიაურმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
"მე სულ ვიძახდი, რომ ქადაგიძე იყო საფრთხე და მისი ყოფნა ხელს უშლიდა ლარის გამყარებას. წავიდა და დაემთხვა ხომ? რატომ არ იძახით, რომ ჭკვიანი კაცი ვარ ამას რომ ვამბობდი? მე არ მაქვს წვდომა იმაზე, რომ ეს ყველაფერი მტკიცებულების ფორმაში გადავიყვანო, მაგრამ თავის დროზე ვითხოვდი საგამოძიებო კომისიის შექმნას, რადგან ეს შეეხო საქართველოს ყველა მოქალაქეს. ახლაც ვიმეორებ, რომ ამაზე საგამოძიებო კომისია უნდა შექმნილიყო. მე ვფიქრობ, რომ ახლაც შესაძლებელია მისი სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს, თუმცა საგამოძიებო კომისიის შექმნის ალბათობა არ არის. იმედი მქონდა, რომ გავიტანდი ამ საკითხს, აუცილებლად დავაყენებდი ისევ საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხს", - აღნიშნა თამაზ მეჭიაურმა.
მისივე თქმით, გიორგი ქადაგიძე პოლიტიზებული იყო და ამას თანამდებობიდან მისი წასვლის წინ დღეს გამართული პრეზენტაცია ადასტურებს, სადაც ეროვნული ბანკის ყოფილმა პრეზიდენტმა პოლიტიკური მესიჯები გააჟღერა.
"ზედამხედველობის სამსახურის შექმნაზე მივიღეთ კანონი, პრეზიდენტმა დაადო ვეტო, გადავლახეთ, მერე საკონსტიტუციომ შეგვიჩერა ყველაფერი. ეს ყველაფერი მიზანმიმართულად მიდიოდა. ქადაგიძის აზრს ემთხვეოდა პრეზიდენტის ვეტო, დაემთხვა ასევე საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება. ეს ყველაფერი ერთად ლარის კურსს აფუჭებდა. რატომ არ დასვით მაშინ კითხვა, რომ საეჭვოდ, ანტისახელმწიფოებრივ გადაწყვეტილებებს იღებდნენ სინქრონში, შეხმატკბილებულად? - მიპასუხეთ. ჩემი აზრით ეს სამნი, პირდაპირ თუ ირიბად, თანამონაწილეები იყვნენ ლარის გაუფასურების", - განაცხადა მეჭიაურმა.
კითხვაზე, პრეზიდენტი "ნაციონალური მოძრაობის" თამაშს თანაშობდა თუ არა, დეპუტატმა უპასუხა, "მარგველაშვილს ეგონა, რომ თავის თამაშს თამაშობდა, რომელიც ემთხვეოდა "ნაციონალების" თამაშს და დღესაც ეგრეა".
"გამოდის ახლა ქადაგიძე და იძახის, "ფურთხის ღირსი ხარ შენ საქართველოო". გეგონება აკაკი წერეთელი მყავდეს, მგონი მარტო აკაკი წერეთელი აქვს წაკითხული", - დასძინა თამაზ მეჭიაურმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.