ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში იან კელიმ აშშ-ს წარმომადგენელთა პალატაში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი რეზოლუციის პროექტის დარეგისტრირების საკითხზე განცხადება გააკეთა და თქვა, რომ ამ ტექსტთან დაკავშირებით დეტალურ კომენტარს ვერ გააკეთებს.
"რასაკვირველია, მე საქართველოში წარმოვადგენ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს და აღმასრულებელ შტოს. ტექსტთან დაკავშირებით კონკრეტულად ვერ ვისაუბრებ. ჩემთვის ძალიან დამაიმედებელია, რომ ორპარტიული მხარდაჭერა ჰპოვა საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუციის პროექტმა", - განაცხადა ელჩმა.
როგორც იან კელიმ აღნიშნა, გასულ კვირას, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე იმყოფებოდა ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც მედიასთან ერთობლივი განცხადებებით წარდგომისას, სახელმწიფო მდივანმა ჯონ ქერიმ ერთმნიშვნელოვნად დაადასტურა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა აშშ-ს მხრიდან.
"ქერიმ ასევე ხაზი გაუსვა, თუ რაოდენ მნიშვნელოვანი და აუცილებელია რუსეთმა შეასრულოს ის ვალდებულებები, რომელიც 2008 წლის შეთანხმებით არის გათვალისწინებული. გუშინ საქართველოს სტუმრობდა გენერალი ბრიდლავი, რომელმაც მის გამოსვლაში მტკიცე მხარდაჭერა გამოუცხადა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს. ასევე მან ისაუბრა იმ მიუღებლობაზე, რომელიც გვაქვს რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციასთან დაკავშირებით", - განაცხადა იან კელიმ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.