პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე თამაზ მეჭიაურმა დღეს გამართულ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა, რომ თანამდებობის პირები, ვისზეც მაკომპრომეტირებელი მასალა არსებობს, პოსტებიდან უნდა გადადგნენ.
მისი თქმით, ის ყოველთვის ფიქრობდა, რომ ხელისუფლება არ უნდა ჩართულიყო კამპანიაში და კადრები არ უნდა გაენადგურებინა, რადგან განადგურება მოხდებოდა მხოლოდ იმ კადრების, რაც შინაგან საქმეთა სამინისტროში არსებობდა.
"ეს კადრები დაუკვეთა, გადაიღო და ალბათ რამდენიმე ეგზემპლარადაც გადაამრავლა ხელისუფლებამ, რომელიც ამის შემოქმედი იყო. მე მიმაჩნია, რომ ჩვენი ხელისუფლების შეცდომა იყო ის, რომ არ უნდა აყოლოდა იმ კამპანიას, რომელიც მაშინ იყო, რომ კადრები განადგურებულიყო, ვინაიდან ფაქტიურად განადგურდა მხოლოდ ის კადრები, რომლებიც სამინისტროში არსებობდა, დანარჩენი ქვეყნიდან იქნება გატანილი, ზოგი ალბათ აქაც არის შენახული. სწორად მიმაჩნდა, რომ მაშინვე ბოლომდე მისულიყო გამოძიება. ასეთ რამეს ვერავინ გაბედავდა უმაღლესი თანამდებობის პირების მხარდაჭერის ან უშუალო მონაწილეობის გარეშე. ყველაფერს თავისი სახელი უნდა დარქმეოდა," განაცხადა თამაზ მეჭიაურმა და დაამატა:
"ამაზრზენია და ალბათ არაკაცურიც, ვიღაცის საძინებელში რაღაცეებს რომ აყენებ, ამაზე ყველა ვთანხმდებით. ამ ყველაფერს მიაბეს მეორე თემა, თითქოს, რადგან თვალთვალი ამაზრზენია, ამიტომ ვიდეოების მონაწილე ყველა პერსონაჟი გმირია. ასე არ არის. მე თავს წმინდანად არ მივიჩნევ, რომ ვინმეს ასეთ საკითხებზე მივუთითო, ვინ რა უნდა აკეთოს და ვინ ვისთან იაროს, მაგრამ არსებობს მეორე კატეგორია, უმაღლესი თანამდებობის პირები, ისინი ვინც თანამდებობებს იკავებს და ისინი, ვისაც თანამდებობის დაკავება სურს, თუ ვინმეზე არსებობს ასეთი მაკომპრომეტირებელი მასალა, უნდა გადადგნენ."
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.