საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ესტონეთის ელჩს პრიიტ ტურკის შეხვდა.
მთავრობის ადმინისტრაციის პრეს-სამსახურის ინფორმაციით, საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობებს და თანამშრომლობის პერსპექტივებს. ყურადღება გამახვილდა ევროინტეგრაციის დღის წესრიგზე და ევროკავშირთან ვიზების ლიბერალიზაციის პროცესში მიღწეულ პროგრესზე. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა საგადასახადო რეფორმის პროცესში ესტონელი ექსპერტების დახმარების მნიშვნელობას.
შეხვედრაზე ისაუბრეს რეგიონული და გლობალური უსაფრთხოების საკითხზე. მხარეებმა გამოთქვეს სამძიმარი ბრიუსელში მომხდარ ტერაქტთან დაკავშირებით.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.