ეს რეჟიმი რევოლუციის გზით, აჯანყების გზით შეიცვლება, - ამის შესახებ "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა "რუსთავი 2"-ის პირდაპირ ეთერში განაცხადა და თავის მომხრეებს ხმების დაცვისკენ მოუწოდა.
"ბიძინა ივანიშვილმა, რეჟიმის ხელმძღვანელმა, კრიმინალმა მილიარდერმა ვერც გააცნობიერა, რა გააკეთა. მან მიიახლოვა რევოლუცია საკუთარი სასახლის ქვეშ და გარშემო. ადამიანების 70% არ გამოცხადდა არჩევნებზე. შესაბამისად, სიტუაცია არის რევოლუციური, ფეთქებადი და ეს 70%-ზე მეტი გამოუცხადებელი ადამიანი არის ატომური ბომბი ივანიშვილის რეჟიმის თავზეც, ქვეშაც, გვერდზეც და გარშემოც. როგორც ჩანს, ისინი ამას ბოლომდე ვერ აცნობიერებენ, თორემ ასეთი გაღიმებული სახით არ მიიღებდნენ მილოცვებს. თუმცა, რა მილოცვებზეა საუბარი, "ქართული ოცნების" ოფისთან ხალხიც კი ვერ მიიყვანეს და ვერ გაავსეს მოედანი. ქართველი ხალხი არასდროს დაუჭერს მხარს ძალას, რომელმაც რეანიმაცია გაუკეთა ცოცხების გამკეთებელ "ნაციონალურ მოძრაობას", ისევე როგორც "ქართულ ოცნებას" არ აპატიებს სოდომ-გომორის დაკანონებას", - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.
ამასთან, იგი არ ენდობა ეგზიტპოლების შედეგებს და არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევს.
"ასეთი ურცხვობა არ მინახავს, რომ თურმე არსებობენ ბურჯანაძის და თარხან-მოურავის პარტიები, არ არსებობს "ლეიბორისტული პარტია. მე მინდა, ივანიშვილის გასაგონად ვთქვა, რომელიც ახლა ზღვაზეა წამოწოლილი და კმაყოფილია, თავისი დავალება რომ შეუსრულა ბინძურმა ეგზიტპოლმა: ბატონო ბიძინა, მე შევიწირე სამი მთავრობა, რაც პოლიტიკაში ვარ. შენც ჩემი მსხვერპლი იქნები, შენი რეჟიმიანად და შენნაირს არაერთს შევიწირავ, კიდევ 30 წელი ვაპირებ პოლიტიკაში ყოფნას. არანაირი შენი დაჯღაპნილი ეგზიტპოლები და შედეგები არ გამაჩერებს. გიახლოვდება ძალიან დიდი ტაიფუნი და ცუნამი და ამის შედეგად შენც წაილეკები, შენი ღარიბაშვილიანად, ნარმანია და უსუფაშვილიანად, ეს შენი მთელი "ქართუ ბანკის" ბანდაც, რომელმაც საქართველო გადააქცია შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებად", - მიმართა შალვა ნათელაშვილმა ყოფილ პრემიერ-მინისტრს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.