ირაკლი ღარიბაშვილის პოლიტიკაში შესაძლო დაბრუნებასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას მთავრობის წევრები ეხმაურებიან.
"არა მაქვს მე ინფორმაცია, ამის შესახებ მის პოლიტიკურ პარტიასთან უნდა გაარკვიოთ," ასეთი მოკლე განცხადება გააკეთა თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა ჟურნალისტებთან თემის კომენტირებისას.
ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა კი განაცხადა: "მე არ ვადგენ სიას. ამასთან დაკავშირებით გაკეთდება განცხადებები. მე არ ვიცი, არ მაქვს ბატონი ირაკლის გეგმების შესახებ ინფორმაცია".
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ნოდარ ჯავახიშვილმა აღნიშნა, რომ არც მას გააჩნია ღარიბაშვილის პოლიტიკაში დაბრუნებაზე რაიმე ინფორმაცია.
"არ მაქვს არაფერი ინფორმაცია". "რუსთავის 2"-ის შეკითხვაზე - იქნებით თუ არა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში "ქართული ოცნების" სიაში წარმოდგენილი? - ჯავახიშვილმა ასეთი პასუხი გასცა: "ეს ყველას ეკითხებით? არ ვფიქრობ, მაგისთანა საუბარიც არ ყოფილა არსად". შეკითხვაზე- მოლაპარაკებებიც არ ყოფილა ამ თემაზე? - ჯავახიშვილმა განაცხადა: "მოლაპარაკებები კი არა, ანეკდოტიც არ მომისმენია მაგ თემაზე."
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.