ირაკლი ღარიბაშვილის პოლიტიკაში შესაძლო დაბრუნებასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე კომენტირებისას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ნოდარ ჯავახიშვილმა განაცხადა, რომ ის ამგვარ ინფორმაციას არ ფლობს. ჯავახიშვილმა მის "ქართული ოცნების" სიაში შესაძლო ყოფნაზე კი ჟურნალისტს ორიგინალური პასუხი გასცა: ანეკდოტიც არ მომისმენია მაგ თემაზე".
"არ მაქვს არაფერი ინფორმაცია". "რუსთავის 2"-ის შეკითხვაზე - იქნებით თუ არა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში "ქართული ოცნების" სიაში წარმოდგენილი? - ჯავახიშვილმა ასეთი პასუხი გასცა: "ეს ყველას ეკითხებით? არ ვფიქრობ, მაგისთანა საუბარიც არ ყოფილა არსად". შეკითხვაზე- მოლაპარაკებებიც არ ყოფილა ამ თემაზე? - ჯავახიშვილმა განაცხადა: "მოლაპარაკებები კი არა, ანეკდოტიც არ მომისმენია მაგ თემაზე."
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.