ბელგიის პოლიციამ, სამშაბათს ქვეყნის დედაქალაქში განხორციელებული თავდასხმების შემდეგ, რომელმა 31 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, ხოლო 300-სზე მეტი დააზიანა, ექვსი ადამიანი დააკავა. ამის შესახებ BBC წერს.
"როიტერსი" კი ბელგიის ფედერალურ პროკურატურაზე დაყრდნობით იუწყება, რომ დაკავებები ჩრდილოეთით მდებარე სხაერბეკისა და დასავლეთით მდებარე ჯეტეს რაიონებსა და თვით ბრიუსელის ცენტრში განხორციელდა. ჯერჯერობით არავითარი ინფორმაცია არ ვრცელდება ეჭვმიტანილთა ვინაობასა თუ თავდასხმებთან მათ შესაძლო კავშირზე.
BBC ოფიციალურ ინფორმაციაზე დაყრდნობით იტყობინება, რომ ასევე დაკავაება მოხდა საფრანგეთში, პარიზის სიახლოვეს ერთ-ერთი ეჭვმიტანილის, რომელიც თავდასხმას გეგმავდა.
ბრიუსელის ტერორისტული აქტები, გასული წლის ნოემბერში პარიზში განხორციელებულ თავდასხმებთან კავშირშია. ორივეგან, პარიზსა და ბრიუსელში თავდასხხმებზე პასუხისმგებლობა ე.წ. ისლამურმა სახელმწიფომ აიღო.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.