საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ პოლიციამ პარასკევს, ტერორისტული აქტის განხორციელების "ადრეულ ეტაპზე" მამაკაცი დააპატიმრა. "დოიჩე ველეს" მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ბერნარდ კაზენუვემ თქვა, რომ ამ ეტაპზე არ იკვეთება მკაფიო კავშირები აღნიშნულ დაპატიმრებასა და ბრიუსელში სამშაბათს მომხდარ ტერორისტულ თავდასხმებს შორის.
მამაკაცი, რომლის ვინაობაც ამ დრომდე არ სახელდება, საფრანგეთის დედაქალაქის ერთ-ერთ გარეუბანში, არგენტეუილში პოლიციის რეიდისას დააკავეს. შინაგან საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ პოლიცია ბომბს ჯერ კიდევ ეძებს და ამის გამო გარეუბნის დიდი ნაწილი გადაკეტილია.
ქვეყნის შიანაგან საქმეთა მინისტრის თანახმად, მიმდინარე წლის დასაწყისიდან დღემდე, საფრანგეთის სამართალდამცველმა სტრუქტურებმა ტერორისტულ აფეთქებებთან კავშირის ბრალდებით 75 ადამიანი დააკავეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.