ემოციური ჩემოდანი: ვლადიმერ პუტინმა ჯონ ქერის თავისი ჩემოდნის ტარების გამო დასცინა
25-03-2016, 00:30

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

"ამერიკაში, ჩვენ თავად ვატარებთ ჩვენს ტვირთს, - წერს NBC -ის ახალი ამბების ჟურნალისტი ტიმ სტელონი.


ჟენევაში სირიის სამშვიდობო მოლაპარაკებების მორიგი რაუნდის მიმდინარეობის პარალელურად, სახელმწიფო მდივანი ჯონ ქერი ხუთშაბათს მოსკოვში, პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის მთავარ მხარდამჭერთან, ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკებების გასამართად იმყოფებოდა.


მოლაპარაკებების თემა სირიელებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საკითხებს შეეხებოდა და შემდეგ თემებს მოიცავდა: ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების არეალის გაფართოება; მტრობის შეწყვეტის შენარჩუნება; პოლიტიკური ტრანზიციის განხორციელება.


მაგრამ თითქმის 4-საათიანი მოლაპარაკებების დაწყებამდე რუსეთის პრეზიდენტმა კრემლში ქერისთან ერთად ტელეკამერების წინ გამოჩენისას, როგორც ამას NBC -ის ჟურნალისტი წერს, უცნაური არასერიოზულობა გამოიჩინა: როგორც პუტინმა ქერის უთხრა, ის "იმედგაცრუებული და გულნატკენი" იყო იმის ხილვით, რომ ასეთი მაღალი რანგის ოფიციალურ პირს თვითმფრინავიდან თავისი ჩანთა თავადვე მოჰქონდა.


"ერთის მხრივ, ეს ქცევის საკმაოდ დემოკრატიული ნორმაა, მაგრამ მეორეს მხრივ, გავიფიქრე, რომ შესაძლოა შეერთებულ შტატებში არც ისეთი სახარბიელო მდგომარეობაა და არავინ არაა, ვინც დაეხმარებოდა სახელმწიფო მდივანს მისი ჩანთის ტარებაში," განაცხადა პუტინმა.


ამერიკის ეკონომიკა "კარგ მდგომარეობაშია"  სიტყვამოსწრებულად დაამატა პუტინმა, სანამ იტყოდა, რომ "შესაძლოა" რაღაც ყოფილიყო მის "ჩემოდანში ისეთი, რომლის ტარებასაც არავის ანდობდა" იგი. "შესაძლოა თქვენ რაღაც ფული ჩამოიტანეთ იმისათვის, რომ მთავარ საკითხებზე მოვრიგდეთ."


პუტინის იუმორს ქერიმ ასე უპასუხა: "როდესაც ჩვენ განვცალკევდებით, მე გაჩვენებთ თუ რა მიდევს ჩემოდანში. და მე ვფიქრობ თქვენ გაკვირვებული დარჩებით - სასიამოვნოდ გაკვირვებული."

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი