გიორგი კვირიკაშვილი: დარწმუნებული ვართ, რომ ის გეგმა, რომელიც გაგვაჩნია, არის ეკონომიკის გაძლიერება
25-03-2016, 01:06

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განათლების რეფორმის შესახებ ისაუბრა და თქვა, რომ გუშინ საზოგადოებას წარუდგინეს მთავრობის რეფორმების პროგრამის 4 პუნქტიანი გეგმის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულების, განათლების რეფორმის პირველი ნაწილი - პროფესიული განათლების რეფორმა.


"ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ის გეგმა, რომელიც გაგვაჩნია და რომელსაც მივყვებით ნაბიჯ-ნაბიჯ, ეს არის ეკონომიკის გაძლიერება, ეს არის შრომის ბაზარზე ორიენტირებული განათლების სისტემა, ეს არის თანამედროვე მოთხოვნებთან შესაბამისი ინფრასტრუქტურა, ეს არის მოქნილი და ეფექტური სახელმწიფო მმართველობა, ნამდვილად მისცემს ქვეყანას საშუალებას, რომ განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდეს.


განათლების რეფორმის პირველი ბლოკი, რომელიც ჩვენ წარვადგინეთ გუშინ, გახლავთ პროფესიული განათლების სრულიად ახლებული მოდელი, რომელიც დამსაქმებელთან ერთად და სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის პარტნიორობის მოდელზე აგებულ პროფესიული განათლების სისტემას ნიშნავს, ეს კი ნიშნავს უფრო მეტ კვალიფიციურ, კონკურენტუნარიან პროფესიონალს და უფრო მეტ დასაქმებულს ქვეყანაში," განაცხადა პრემიერ მინისტრმა და დაამატა, რომ განათლების რეფორმა ყველაზე მნიშვნელოვანია 4-პუნქტიან გეგმაში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი