EBRD 40 მილიონი დოლარის სესხს საქართველოს ქალაქებსა და სოფლებში ინოვაციების ცენტრების გახსნისთვის გამოყოფს
25-03-2016, 01:25

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს ქალაქებსა და სოფლებში ინოვაციების ცენტრების გახსნა იგეგმება. როგორც პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, მსოფლიო ბანკის აღმასარულებელ დირექტორთა საბჭომ რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს საქართველოს ეროვნული ინოვაციების სისტემის პროექტისთვის 40 მილიონი დოლარის სესხი დაუმტკიცა.


"ეს გულისხმობს მთავრობის სტრატეგიის განხორციელებას მომავალზე ფოკუსირებული, კონკურენტული და ინოვაციური ეკოსისტემის ასაწყობად. ეს თავისთავად გულისხმობს საქართველოს ქალაქებსა და სოფლებში ინოვაციების ცენტრების გახსნას, სადაც მოსახლეობა ტექნოლოგიების სფეროში დაეუფლება სხვადასხვა პროფესიებს. ეს არის პროგრამირება, დიზაინი, მეწარმული უნარები, მიკროელექტრონიკა, რაც, თავის მხრივ, რეგიონებში ტექნოლოგიური ბიზნესის შექმნას და განვითარებას შეუწყობს ხელს.


ასევე, გათვალისწინებულია რეგიონებში გრანტების გაცემა ინოვაციური და მაღალტექნოლოგიური ბიზნესების დასაფინანსებლად, ასევე, ინოვაციების და ტექნოლოგიების სფეროში კვალიფიციური სპეციალისტების მოსამზადებლად," განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

კომენტარები: 2
#2  verabrejneva
      
ამისატვის ამხელა სესხი არ იყო აუცილებელი, ცჰვენს მხარესჰი ისეტი სოპლებია 70 80წელს მიტანებული ადამიანებია. ეს იგივეა 3 წელი სასოპლო ვაუჩერებს, რომ არიგებდიტ და ტყვილად გადაიყარა ის თანხები.
25 მარტი 2016 06:51
#1   რუსუდან
      
გამარჯობათ! მაინტერესებს სოფლის მეურნეობის(კერძოდ მეცხოველეობის) განვითარებისთვის სესხის მაქსიმალური ოდენობა და საპოცენტო განაკვეთი, გაიცემა თუ არა საწყის ბიზნესზე და ხომ არ შეუშლის ხელს სხვა სასეხო ვალდებულებები?
25 მარტი 2016 06:32
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი