საინვესტიციო პროექტების განსახორციელებლად, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა საქართველოს მთავრობას, დაახლოებით, 135 მლნ ევროს სესხს და 5 მლნ ევროს გრანტს გამოუყოფს. პრემიერ-მინისტრის განმარტებით, თანხა მოხმარდება საინვესტიციო პროექტებს ენერგეტიკის, მუნიციპალური ინფრასტრუქტურის და სოფლის მეურნეობის მიმართულებით.
„გარდა ამისა, დაფინანსდება ჩვენთვის ისეთი პრიორიტეტული მიმართულებები, როგორიცაა პროფესიული განათლება, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება, მეტროლოგია, გარემოს დაცვა და ადგილობრივი თვითმმართველობის გაძლიერება,“ – აღნიშნა პრემიერმა მთავრობის სხდომაზე.
მისივე თქმით, მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭომ რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს საქართველოს ეროვნული ინოვაციების ეკოსისტემის პროექტისთვის 40 მილიონი დოლარის სესხი დაუმტკიცა.
"ეს გულისხმობს მთავრობის სტრატეგიის განხორციელებას მომავალზე ფოკუსირებული, კონკურენტული და ინოვაციური ეკოსისტემის ასაწყობად. ეს თავისთავად გულისხმობს საქართველოს ქალაქებსა და სოფლებში ინოვაციების ცენტრების გახსნას, სადაც მოსახლეობა ტექნოლოგიების სფეროში დაეუფლება სხვადასხვა პროფესიებს. ეს არის პროგრამირება, დიზაინი, მეწარმული უნარები, მიკროელექტრონიკა, რაც ხელს შეუწყობს რეგიონებში ტექნოლოგიური ბიზნესის შექმნას და განვითარებას,“ – განმარტა პრემიერმა.
გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, პროექტის ფარგლებში რეგიონებში გაიცემა გრანტები ინოვაციური და მაღალტექნოლოგიური ბიზნესების დასაფინანსებლად, დაიწყება ინოვაციების და ტექნოლოგიების სფეროში კვალიფიციური სპეციალისტების მომზადება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.