სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ რიგ ქონებაზე პრივატიზების პროცესის დასრულებასთან დაკავშირებული სპეციალური წესი ამოქმედდება – საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს მიერ მომზადებულ პროექტს მინისტრთა კაბინეტი მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განიხილავს. პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის განმარტებით, აღნიშნული წესის ამოქმედება ძალიან ბევრ ადამიანს გადაუჭრის წლების განმავლობაში სახელმწიფოსგან ქონების შეძენის პროცესში არსებულ პრობლემას.
„ეს შეეხება პირებს, რომელთაც სახელმწიფოსგან შეძენილი ქონების დაკანონების პროცესში შეექმნათ გარკვეული პრობლემა. საუბარია სახელმწიფოსგან 2010 წლის 21 ივნისამდე, ანუ „სახელმწიფო ქონების შესახებ“ კანონის ძალაში შესვლამდე, შეძენილ უძრავ ქონებასა და მიწაზე, რომელზეც ოთხმოცი პროცენტი უძრავი ქონების შეძენის შემთხვევაში, ან ორმოცდაათ პროცენტიანი შესრულებით სასოფლო-სამეურნეო მიწის შეძენის შემთხვევაში, გადახდილია საფასური მთლიანად და ვადების დარღვევის გამო ვერ მოხდა ქონების დაკანონება. ასეთი ქონება პირებს დაუკანონდებათ იმ პირობებში, თუ დაფარული იქნება დავალიანება,“ – განაცხადა პრემიერმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.