დავით სერგეენკო: პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელება იმდენად მიუღებელია, რომ ნებისმიერი რამ რაც მასთან შეხებაში არის, უდიდეს დისკომფორტს მიქმნის
25-03-2016, 03:32

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ჯანმრთელობის, შრომისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ უმრავლესობის დეპუტატის თამაზ მეჭიაურის გუშინ გაკეთებული განცხადების საპასუხოდ დღეს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ მისი "შეხედულებით ეს ხმამაღალი განცხადება არის".


საუბარია მეჭიაურის იმ კომენტარზე, სადაც დეპუტატი ამბობს, რომ "უმაღლესი თანამდებობის პირები, ისინი ვინც თანამდებობებს იკავებს და ისინი, ვისაც თანამდებობის დაკავება სურს, თუ ვინმეზე არსებობს ასეთი მაკომპრომეტირებელი მასალა, უნდა გადადგნენ."


"ალბათ დაზუსტებისათვის ისევ ბატონ თამაზს უნდა ჰკითხოთ, თუმცა ჩემი შეხედულებით ეს ხმამაღალი განცხადება არის. ალბათ უკეთესი იქნება ყველა ჩვენი საქმით დავკავდეთ. ზოგადად ეს საკითხი, პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელება იმდენად მიუღებელია და იმდენად ამორალური, რომ ნებისმიერი რამ რაც მასთან შეხებაში არის, რა თქმა უნდა უდიდეს დისკომფორტს მიქმნის," განაცხადა სერგეენკომ.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი