თამარ ჟვანია: თბილისში შესაძლოა მერის არჩევნების მეორე ტური გაიმართოს
15-06-2014, 22:05

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანიას განცხადებით, ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, თბილისში შესაძლოა მერის არჩევნების მეორე ტური ჩატარდეს, - ამის შესახებ ჟვანიამ ცესკოში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, სადაც მან არჩევნების პირველადი შედეგები წარმოადგინა.

 


"ახლა არის დათვლილი 101 უბანი, რაც არის დაახლოებით 13% თბილისში. რა თქმა უნდა, ეს არის წინასწარი შედეგი, თუმცა, ამ მონაცემებიდან როგორც ირკვევა, შესაძლებელია თბილისში მეორე ტური გაიმართოს. ჯერჯერობით, წინასწარი შედეგების მიხედვით, ამის ალბათობა ამ მონაცემებით ნამდვილად არსებობს",-აღნიშნა ჟვანიამ.

 


რაც შეეხება საბოლოო შედეგებს, თამარ ჟვანიას თქმით, ცესკოს კანონმდებლობით აქვს ვადა, მაქსიმუმ 24 დღე, რომელიც ითვალისწინებს ყველა საარჩევნო სასამართლო დავის დასრულებასაც და თუ არ იქნება ასეთი დავები, ცესკო საბოლოო ოფიციალური შედეგების გამოცხადებას უფრო ადრეც შეძლებს.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი