ლევან ბერძენიშვილი: მეჭიაურს ადვოკატად ვერ დავუდგები, მაგრამ პროკურორობის სურვილიც არ მაქვს
25-03-2016, 03:53

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

"რესპუბლიკური პარტიის" წევრი ლევან ბერძენიშვილი უმრავლესობის დეპუტატის, თამაზ მეჭიაურის გუშინ გაკეთებულ იმ განცხადებას ეხმაურება, რომელშიც ნათქვამია, რომ უმაღლესი თანამდებობის პირები, ვისზეც მაკომპრომიტირებელი მასალა არსებობს, უნდა გადადგნენ.


"მეჭიაურის ეს მოსაზრება ნამდვილად არ გამოხატავს არც ჩემს და არც ჩემს მახლობლად მყოფი ადამიანების აზრს. მე, საერთოდ ვერ გავიგე რა ბრძანა ბატონმა მეჭიაურმა. მგონი აქ არის კომუნიკაციის პრობლემა მისი მხრიდან, არ მგონია, რომ ის უნდა ეთქვა, რაც წამოცდა. თუ ასე ფიქრობს და მეჭიაური არის გულშემატკივარი ტერორიზმისა და თვითონ აქვს, შესაძლოა, რაიმე კადრები, ვერ გეტყვით, მაგრამ მე მგონია კომუნიკაციის პრობლემაა, რაღაც ისე ვერ თქვა ბატონმა თამაზმა," განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა და დაამატა, რომ იგი მეჭიაურს  ადვოკატად ვერ დაუდგება, მაგრამ პროკურორობის სურვილიც არ აქვს.


"ყოველ შემთხვევაში, ჩვენ კოალიცია "ქართული ოცნება" და მე, როგორც "რესპუბლიკელი" საშინლად და სასტიკად ვემიჯნებით ტერორიზმის ამ გამოვლინებას, რომელსაც შეუძლია ადამიანი სიკვდილამდე მიიყვანოს. მე არ მინდა, რომ ოდესმე რომელიმე ასეთმა საქციელმა ვინმეს გადადგომა გამოიწვიოს, ვინაიდან ეს ნიშნავს, რომ ეს ქმედითი ღონისძიება ყოფილა და მაშინ უნდა წავახალისოთ ასეთი რამ. მე ვფიქრობ, რომ ბატონი თამაზის სიტყვები ან სწორად არ იყო გამოთქმული, ან სწორად არ იყო გაგებული. ამას თვითონ განმარტავს, ადვოკატად ვერ დავუდგები, მაგრამ პროკურორობის სურვილიც არ მაქვს", - განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი