"ირაკლი ღარიბაშვილი "რესპუბლიკელების" სიაში არ ყოფილა და ვერც იქნება. არ მგონია, ბატონი ირაკლი იმიტომ წავიდა, რომ მოვიდეს, - ამის შესახებ "რესპუბლიკური პარტიის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან ბერძენიშვილმა განაცხადა.
"ჩვენ ვართ კოალიციურ რეჟიმში, მე შემიძლია გელაპარაკოთ პარტიაზე, რომელსაც წარმოვადგენ. ჩემთვის სრულიად უცნობია ის პრინციპები, რომელზეც აიგება ჩვენი მეზობელი და მეგობარი პარტიების საარჩევნო სიები. მე კარგად ვიცი ჩემს პარტიაში რა და როგორ კეთდება. ჩვენ გვექნება, რა თქმა უნდა, ჩვენი სია და ის იქნება კოალიციური შემადგენელი, თუ არ იქნება, ეს უკვე სხვა საკითხია. რაც შეეხება ცვლილებებს, რომლესაც სხვა პარტიები აპირებენ, ეს მათ უნდა ვკითხოთ. ჩემი პრობლემა ნამდვილად არ არის.
რაც შეეხება ყოფილ პრემიერ-მინისტრს, თუ ირაკლი ღარიბაშვილთან დაკავშირებით, "ქართული ოცნება" ხედავს ალბათობას, დაელაპარაკება, თუ ვერ ხედავს არ დაელაპარაკება, ჩვენ ამას ვერ ვხედავთ. ბატონმა კალაძემ თქვა, რომ არ განიხილება. ბატონმა კობახიძემ თქვა, რომ შესაძლოა განიხილებოდეს. მე არ მგონია, რომ ბატონი ირაკლი ღარიბაშვილი იმიტომ წავიდა, რომ მოვიდეს, მაგრამ ეს მათი საქმეა და არავინ არაფერში არ ჩაერევა, როგორც უნდა ისე გადაწყვიტონ", - განაცხადა ბერძენიშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.