ეკა გიგაური: კამპანია "ეს შენ გეხება" დამოუკიდებელი საგამოძიებო ორგანოს შექმნას მოითხოვს
25-03-2016, 04:18

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

კამპანია "ეს შენ გეხება" სამართალდამცავი ორგანოების მიერ კანონდარღვევის ფაქტების გამოსაძიებლად, დამოუკიდებელი საგამოძიებო ორგანოს შექმნას მოითხოვს.

 

 

"ვითხოვთ დამოუკიდებელი საგამოძიებო უწყების შექმნას, რომელიც გამოიძიებს სამართალდამცველი ორგანოების მიერ კანონის დარღვევის ფაქტებს. როდესაც ვსაუბრობთ იმაზე, რომ გამოძიება იყო არაეფექტური, იგივე ფარული ჩანაწერების არქივთან დაკავშირებით, ამის ერთ-ერთი არგუმენტი და მიზეზი შეიძლება იყოს ის, რომ ეს ადამიანები დღესაც მუშაობენ სამართალდამცველ უწყებებში. შესაბამისად, იგივე სამართალდამცველ უწყებას ვერ დავავალებთ გამოძიებას მისივე თანამშრომლების კანონდარღვევებზე. ასეთი ტიპის გამოძიებებთან დაკავშირებით საზოგადოების ნდობა არის ძალიან დაბალი, შესაბამისად, სამომავლოდ ჩვენ ვფიქრობთ, მნიშვნელოვანია შეიქმნას დამოუკიდებელი უწყება ასეთი ტიპის გამოძიებებთან დაკავშირებით.

 

 

ჩვენ შევისწავლეთ საერთაშორისო პრაქტიკა და ძალიან ბევრ ევროპულ სახელმწიფოში არის ასეთი დამოუკიდებელი ორგანო, რომელიც იძიებს მხოლოდ სამართალდამცველი ორგანოების მიერ ჩადენილ დანაშაულებებს. აქ არის საუბარი არა მხოლოდ უკანონო მოსმენებსა და თვალთვალზე, არამედ სხვა ტიპის დანაშაულებებზეც", - განაცხადა გიგაურმა.

გიგაურის თქმით, დღევანდელი აქციით კამპანიაში შემავალმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა მოითხოვეს პროკურატურისგან, რომ ეფექტური გამოძიება აწარმოოს რამდენიმე დღის წინათ ფარული ჩანაწერების ატვირთვასთან დაკავშირებით.

 

 

"ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არა მხოლოდ შემსრულებლების, არამედ დამკვეთების დასჯაც მოხდეს. დღეს მთელი საზოგადოება არის შანტაჟის ქვეშ და ეს ქმედებები მიმართულია სახელმწიფოს წინააღმდეგ. ასევე ჩვენ ვითხოვთ პროკურატურისგან საბოლოოდ დაასრულოს გამოძიება შსს-ში არსებულ ფარული ჩანაწერების არქივთან დაკავშირებით. აქაც მნიშვნელოვანია დადგინდეს ვინ იდგა ამ არქივის შექმნის უკან და ვინ ასრულებდა უკანონო ბრძანებებს, რომლის შედეგადაც შეიქმნა ეს არქივი, სადაც ათასობით ვიდეო იყო დაცული", - განაცხადა გიგაურმა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი