თამარ კორძაია: არც ერთი ძლიერი ადამიანი უკანონო შანტაჟს არ უნდა დანებდეს - ეს იქნება მარცხი
25-03-2016, 04:29

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

"არც ერთი ძლიერი ადამიანი უკანონო შანტაჟს არ უნდა დანებდეს - ეს იქნება მარცხი" - ამის შესახებ "რესპუბლიკური პარტიის" წევრმა, დეპუტატმა თამარ კორძაიამ საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის, თამაზ მეჭიაურის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.

 

 

კორძაიას განცხადებით, ის პირადი ცხოვრების ამსახველ ფარულ ვიდეომასალებთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების პროცესით კმაყოფილი არ არის.

 

 

"ბუნებრივია, არ ვიქნები კმაყოფილი იმიტომ, რომ გაცილებით მეტია საჭირო. გაცილებით რთული გამოსაძიებელი საქმეებია, ამიტომ გაცილებით მეტი ძალისხმევაა საჭირო იმისთვის, რომ კიბერდანაშაულები გაიხსნას, ამიტომ თუ რესურსი არ გვყოფნის, უცხოელები უნდა მოვიწვიოთ. ახლა უკვე მოწვეული არიან უცხოელები და ვნახოთ, უახლოეს მომავალში რა შედეგები გვექნება ამ თვალსაზრისით", - განაცხადა კორძაიამ.

 

 

დეპუტატმა პირადი ან ოჯახური საიდუმლოს ხელოყოფაზე პასუხისმგებლობის შესაძლო გამკაცრების საკითხზეც გააკეთა კომენტარი.

 

 

"ისევ და ისევ ვამბობ, რომ გამკაცრება არ არის სრულყოფილი გზა პრობლემის გადაჭრისთვის იმიტომ, რომ თუ ვერ დაიხვეწა, ვერ ვისწავლეთ, ვერ გავეცანით თანამედროვე საშუალებებს ამ საქმეებზე გამოძიების, მაშინ კანონი მკაცრი იქნება თუ მსუბუქი, მნიშვნელობა არ აქვს იმიტომ, რომ ჩვენ უნდა გამოვიძიოთ ჯერ და მოვნახოთ ის, ვინც უნდა დაისაჯოს მკაცრი კანონის შესაბამისად", - განაცხადა კორძაიამ.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი