მთავრობას აქვს გეგმა, როგორ დაეხმაროს სამუშაოს მაძიებლებს, - ამის შესახებ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ მთავრობის დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
"ბოლო წელიწად-ნახევრის განმავლობაში, დასრულდა შრომის ბაზრის კვლევა, გამოიკვეთა სუსტი წერტილები, თუ რა არის ხელისშემშლელი ფაქტორები იმისათვის, რომ მაქსიმალური მოხდეს სამუშაოს მაძიებლების დაკმაყოფილება. ეს ფაქტორები არის ის, რომ ხშირად დამსაქმებლისთვის კვალიფიკაცია არასაკმარისია. გამოიკვეთა მოთხოვნადი პროფესიები და მთავრობას აქვს გეგმა, თუ როგორ დაეხმაროს სამუშაოს მაძიებლებს, რომ გადამზადნენ, შეიძინონ ახალი პროფესიები და გახდნენ მოთხოვნადი ბაზარზე, გარდა ამისა, დავეხმაროთ დამსაქმებლებთან კომუნიკაციაში", - განაცხადა სერგეენკომ.
დღეს მთავრობის სხდომაზე, "შრომის ბაზრის აქტიური პოლიტიკის სტრატეგიისა და მისი განხორციელების 2016-2018 წლების საქოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ" დადგენილება მიიღეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.