სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში 2016 წელს 200-მდე მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდება
25-03-2016, 04:40

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში 2016 წელს 200-მდე მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდება, აქედან 50 რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსდება.


სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, წლის ბოლომდე რეგიონის მასშტაბით 1100-მდე პროექტი სოფლის მხარდაჭერის პროგრამით დასრულდება.


რეგიონში დაგეგმილ და მიმდინარე პროექტებს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებსა და ადგილობრივ თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი გიორგი ამაშუკელი, რეგიონული და მუნიციპალური პროექტების სამსახურის უფროსი გიორგი როინიშვილი და სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონია ეცნობიან.


დღესვე სამუშაო შეხვედრაზე ცალ-ცალკე მუნიციპალიტეტების მიხედვით მერებთან, გამგებლებთან, საკრებულების თავმჯდომარეებთან და ინფრასტრუქტურის სამსახურების უფროსებთან ერთად 2016 წელს დაგემილი პრიორიტეტული პროექტები დეტალურად განიხილება.


რეგიონის 2016 წლის ყველაზე მთავარ პროექტებად ანაკლიის პორტი, ზუგდიდის წყალმომარაგების სრული რეაბილიტაცია, ტექნოინოვაციური პარკი, ბოტანიკური ბაღის აღდგენა, სპორტის სასახლეების მშენებლობა და ახალგაზრდული ღონისძიებები სახელდება.


დღესვე მოხდება 2017 წლის მთავარი პრიორიტეტების განილვა მუნიციპალიტეტების მიხედვით.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი