საქალაქო სასამართლო ერეკლე კოდუასთვის გამოტანილ განაჩენთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს
25-03-2016, 04:48

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თბილისის საქალაქო სასამართლო სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის ყოფილი უფროსის, ერეკლე კოდუასთვის გამოტანილ განაჩენთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს, რომელსაც სრულად გთავაზობთ.

 

 

"თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიამ ნაწილობრივ გამამართლებელი განაჩენი დაადგინა შს სამინისტროს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის ყოფილი დირექტორის, ამჟამად ძებნაში მყოფ, ბრალდებულ ერეკლე კოდუას მიმართ.

 

 

მას ბრალად ედებოდა მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, რამაც ფიზიკური ან იურიდიული პირის უფლების, საზოგადოების ან სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია (2 ეპიზოდი), ასევე თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება ან ქონებრივი უფლების მიღება მოტყუებით, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით (2 ეპიზოდი).

 

 

საქმე ეხება "ტოიოტა ცენტრი თბილისიდან" "LEXUS"-ისა და "TOYOTA HILUX"-ის მარკის ავტომობილების სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით თაღლითურად და მოტყუებით, მისაკუთრებისა და მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების ფაქტებს.

 

 

თაღლითობის ბრალდების საქმეზე (2 ეპიზოდი) ერეკლე კოდუა ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა, ხოლო მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდების საქმეზე ბრალდებული ცნობილ იქნა დამნაშავედ და "ამნისტიის შესახებ" საქართველოს კანონისა და შთანთქმის პრინციპის გათვალისწინებით მას საბოლოოდ, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა. მასვე, 2 წლის ვადით ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება.

 

 

სხდომაზე წარმოდგენილ და გამოკვლეულ მტკიცებულებათა შეფასების საფუძველზე, სასამართლოს მიერ ვერ იქნა დადგენილი ბრალდებულის მიერ თაღლითობის ჩადენის ფაქტები, შესაბამისად ამ ეპიზოდებში წარდგენილ ბრალდებებში ერეკლე კოდუა გამართლდა. რაც შეეხება სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებებს, სასამართლომ მიიჩნია, რომ წარმოდგენილი იყო მტკიცებულებათა ის ერთობლიობა, რაც საკმარისია პირის დამნაშავედ ცნობისათვის.

 

 

მოცემულ საქმეზე დაიკითხა ბრალდებისა და დაცვის 31 მოწმე.

სასამართლოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მეშვეობით", - აღნიშნულია თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი