ილია მეორე: ისტორიაში არის დღეები, რომელსაც განსაკუთრებული ადგილი უკავია, სწორედ ასეთია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის გამოცხადება
25-03-2016, 05:04

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს ავტოკეფალია გახდა ის საფუძველი, რაზეც აშენდა ჩვენი კულტურა, ლიტერატურა და ისტორია, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ დღეს სიონის საკათედრო ტაძარში განაცხადა.

 

 

"ჩვენ ისტორიაში არის დღეები, რომელსაც განსაკუთრებული ადგილი უკავია. სწორედ ასეთია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის გამოცხადება.

მეხუთე საუკენე გახდა ის საუკუნე, როდესაც ვახტანგ გორგასალმა ანტიოქიის პატრიარქის ლოცვა-კურთხევით საქართველოში პირველ კათოლიკოსად პეტრე დაადგინა. ანტიოქიის პირველი პატრიარქი იყო პეტრე და ასევე საქართველოს პირველი კათოლიკოსი იყო პეტრე. ავტოკეფალია იყო ის საფუძველი, რომელზეც საქართველოს ეკლესიის ისტორიაა დაფუძნებული, საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიამ განაპირობა საქართველოს მომავალი. რა თქმა უნდა, ეს უცბად არ დამტკიცდა.

 

 

ეს გრძელდებოდა 1801 წლამდე. შემდეგ საქართველოს პოლიტიკური დამოუკიდებლობა შეწყდა. ამ დროს კათოლიკოს პატრიარქი გიორგი XII-ის ძმა ანტონ II იყო. მან ათი წელი კიდევ გაუძლო და 1811 წელს ანტონ II რუსეთში გაიწვიეს. თითქოს დიდი პატივი მიანიჭეს მას და შეიყვანეს რუსეთის წმინდა სინოდში, სინამდვილეში ეს იყო ავტოკეფალიის გაუქმების აქტი. არის აღწერილი როგორ ემშვიდობებოდა ანტონ II სვეტიცხოველს. ის გრძნობდა, რომ მას აღარ ეღირსებოდა დაბრუნება საქართველოში. შემდეგ გადაიყვანეს ნიჟნი-ნოვგოროდში და 16 წელი იქ იცხოვრა და გარდაიცვალა. ტაძარი, სადაც იყო დასაფლავებული ანტონ II აღარ არსებობს", - განაცხადა კათოლიკოს-პატრიარქმა.

 

 

უწმინდესის თქმით, იგი როდესაც იმყოფებოდა აფხაზეთში მთავარეპისკოპოსად, მაშინდელ ხელისუფლებას მისწერა ანტონ II-ის საფლავის შესახებ, თუმცა პასუხა მიიღო, რომ აღარ არსებობდა ის ტაძარი და შესაბამისად არც საფლავი.

 

 

"ჩვენ მაინც უნდა მოვძებნოთ მისი საფლავი. შეიძლება იგი იყო გადასვენებული სხვა ტაძარში, ასე რომ ეს მკვლევარების გამოსაძიებელია", - განაცხადა კათოლიკოს-პატრიამქმა.

 

 

უწმინდესის თქმით, საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას შემდეგ 19 ეგზარქოსი მართავდა, რომელთაგან მხოლოდ ერთი იყო ქართველი, დანარჩენი კი რუსი ეროვნების. პატრიარქმა საუბრისას აღნიშნა, რომ ეგზარქოსების დროს არასდროს არ შეწყვეტილა სურვილი აღდგენილიყო საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალია.

 

 

პატრიარქის თქმით, 1917 წელს დიდმა სასულიერო მოღვაწებმა ლეონიდემ, კალისტრატემ, ამბროსი ხელაიამ მოაწყვეს კრება და აღადგინეს საქართველოს ავტოკეფალია.

პატრიარქმა საუბრისას დასძინა, რომ დღევანდელ პარაკლისზე მოიხსენებიენ იმ პირებს, რომლებმაც წვლილი შეიტანეს საქართველოს ავტოკეფალიის აღდგენაში.

 

 

"სირთულეები ძალიან ბევრი იყო. თითქმის არც ერთმა ეკლესიამ არ ცნო საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალია და ეს გრძელდებოდა 1990 წლამდე. 25 წლის წინ ჩვენ გვქონდა ინტენსიური მოლაპარაკება მსოფლიო პატრიარქთან. ეკლესიას ავტოკეფალიას და პატრიარქის წოდებას კონსტანტინეპოლის პატრიარქი ანიჭებს", - განაცხადა პატრიარქმა.

 

 

მისი თქმით, მათ რამდენიმე შეხვედრა ჰქონდათ როგორც კონსტანტინეპოლში, ისე თბილისში და ბოლოს მივიდნენ იმ შეთანხმებამდე, რომ კონსტანტინეპოლის პატრიარქს უნდა ეცნო ეღიარებინა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ძველი ავტოკეფალია. უწმინდესის თქმით, მოლაპარაკება თითქმის ჩაშლილი იყო, საქართველოს პატრიარქი მოსკოვში გაემგზავრა, თვითმფრინავიდან კი პატრიარქს დაურეკა და შეატყობინა, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტყოკეფალიის აღდგენასთან დაკავშირებით შეთანხმდნენ.

 

 

"გადაწყდა რომ მართლმადიდებლობის ზეიმის დღეს იქნებოდა გადმოცემული სათანადო სიგელები და ჩვენ გავემგზავრეთ კონსტანტინეპოლში და მივიღეთ ეს სიგელები. ასეთი რთული გზა განვლო ჩვენმა ეკლესიამ", - აღნიშნა უწმინდესმა.

 

 

სიონის საკათედრო ტაძარში პარაკლისს მთავრობის წევრები, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, დედაქალაქის მერი და თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი დაესწრნენ.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი