სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ რძის მწარმოებელი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის პროგრამაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს კიდევ ერთი ახალი ინიციატივაა.
"მოგეხსენებათ, ჩვენ მნიშვნელოვან ღონისძიებებს ვატარებთ კოოპერირების ხელშეწყობის და სტიმულირების კუთხით. რძის წარმოება გახლავთ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულება. განსაკუთრებულად გაიზარდა მოთხოვნა ნედლ რძეზე მას შემდეგ, რაც ჩვენ პრაქტიკაში დავნერგეთ რძისა და რძის პროდუქტების რეგლამენტი. სულ იდენტიფიცირებულია 416 კოოპერატივი, რომელიც მესაქონლეობით არის დაკავებული და საერთო ჯამში 13 ათასზე მეტი მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი ჰყავს," განაცხადა ოთარ დანელიამ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.