პრეზიდენტმა პატივი ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნას მიაგო
27-01-2014, 14:17

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

საქართველოს პრეზიდენტი ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო. გიორგი მარგველაშვილმა პატივი მიაგო ჰოლოკოსტის დროს დაღუპული 6 მილიონი ებრაელის, 2 მილიონი ბოშის და ნაცისტური რეჟიმის ყველა სხვა მსხვერპლის ხსოვნას.

 

მარგველაშვილმა შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა და თითოეული ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, ეს ტრაგედია კაცობრიობამ ძნელად გადაიტანა და მომავალში არავინ არ უნდა დაიშუროს ძალისხმევა სხვათა ჩაგვრის თავიდან ასაცილებლად.

 

"ჰოლოკოსტმა ტკივილი მოუტანა კაცობრიობას. ადამიანმა დაინახა, რომ ყველაზე დიდი მტერი თავად არის. ის ჯოჯოხეთი, რომელიც, შეიძლება ადამიანის ფსიქიკაში იყოს, შესაძლოა, გაცოცხლდეს, მიუხედავად კულტურისა და ცივილიზაციის მონაპოვრებისა. ამან შეიძლება, ქვეყანა ჯოჯოხეთად აქციოს. ჰოლოკოსტის შემდეგ ბევრად უფრო საშიში გახდა საკუთარი თავი, ვიდრე მტერი და მომხდური. ეს ტრაგედია კაცობრიობამ ძნელად გადაიტანა. ამიტომ გამოჩნდა, რომ ის, რაც, სამწუხაროდ, არის ადამიანში, ბოროტება, რომელიც მასში დევს, სწორედ მუდმივი შინაგანი დისციპლინით, სულიერი მუშაობითა და სახლმწიფოს დახმარებით უნდა იყოს გაჩერებული. ამ ბოროტებას არ შეიძლება მიეცეს თუნდაც ერთი წამით აყვავების, გაძლიერების, გაზრდის შესაძლებლობა. თუ ადამიანი და, ზოგადად, საზოგადოება არ არის მიმართული იქით, რომ არ გაღვივდეს აი ეს საწყისი, სავსებით შესაძლებელია, ამან ისევ ამოხეთქოს. ეს დაინახა კაცობრიობამ. შეძრწუნებულმა კაცობრიობამ, მას შემდეგ, რაც მოტრიალდა, თავისივე შექმნილი მსხვერპლი დაინახა ჰოლოკოსტის სახით. ეს პრინციპულად არის ის, რომ სხვა, განსხვავებულის მიუღებლობის მიმართ გარკვეული ტოლერანტობა, თვალის დახუჭვა იმაზე, რომ შესაძლებელია განსხვავებული ჩვენთვის საშიში იყოს, თვალის დახუჭვა იმაზე, რომ დაიჩაგროს ის, ვინც ბოლომდე შენ არ გგავს. ამ საშინელი ტრაგედიის კვალდაკვალ, მე-20 და 21-ე საუკუნეების გამოცდილება არის ის, რომ არც ერთი წამით, ოდნავადაც არ შეიძლება თავი დავუხაროთ და ცოტათი მაინც მივიღოთ ის, რომ ჩვენს შორის უმრავლესობამ გადაწყვიტოს – უმცირესობა რაღაცით მაინც იყოს დაჩაგრული და გვერდზე გაწეული. ზოგჯერ ჩვენ ვხედავთ ამ ტენდენციას, ვხედავთ ამ ტენდენციის გაღვივების მცდელობას, მაგრამ ჩვენ ყოველთვის ვხედავთ ჯანმრთელ საზოგადოებას, რომელიც არა მარტო კულტურული გამოცდილებიდან ან ცოდნიდან, არამედ სწორი საწყისიდან გამომდინარე არასდროს არ მიიღებს სხვათა ჩაგვრას. მინდა ქედი მოვიხარო იმ ადამიანთა წინაშე, ვინც იმ საშინელ დღეებში, საშინელ წლებში ეწამა და მათ წინაშე, ვინც კაცობრიობას საკუთარი თავის რწმენა დაუბრუნა", – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

 

 

ღონისძიება, რომელსაც დიპლომატიური კორპუსის, სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები და სახალხო დამცველთან არსებული რელიგიათა და ეროვნულ უმცირესობათა საბჭოების წევრები ესწრებოდნენ, სასტუმრო "რედისონ ბლუ ივერიაში" გაიმართა.

 

 

 

 

http://kvira.ge/?p=3737 

 

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი