ანა ნაცვლიშვილი: მეჭიაურმა გუშინდელი განცხადებით ჩადენილი დანაშაულის ლეგიტიმაცია მოახდინა
25-03-2016, 05:59

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მეჭიაურმა გუშინდელი განცხადებით ლეგიტიმაცია მოახდინა ჩადენილი დანაშაულის და უფრო მეტიც, შემდგომში ასეთი ტიპის კომპრომატების შეგროვების წახალისება მოახდინა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ანა ნაცვლიშვილმა განუცხადა.

 

 

"გუშინ ჩვენ ვიხილეთ მმართველი გუნდის ერთ-ერთი წამყვანი სახის განცხადება, რომელმაც ლეგიტიმაცია მოახდინა ჩადენილი დანაშაულის და უფრო მეტიც, წახალისება მოახდინა შემდგომში ამ ტიპის კომპრომატების შეგროვების. მან თქვა, რომ ადამიანებმა, რომლებზეც კომპრომატები არსებობს, უნდა დატოვონ პოლიტიკური და საჯარო ცხოვრება. ამით მან სრულიად განსხვავებული პოზიცია დააფიქსირა პრემიერის და მმართველი გუნდის პოზიციისგან, მაგრამ მისი პოზიცია საეჭვოდ დაემთხვა ვიდეოების გამავრცელებლების პოზიციას. რა თქმა უნდა, ჩნდება არაერთი კითხვა საზოგადოებაში. ეს განცხადება ლეგიტიმაციას უკეთებს უკვე ჩადენილ დანაშაულს და ამით ის პირდაპირ მესიჯს აგზავნის იმ პირების მიმართ ვინც შეიძლება ახლა ახდენდეს მსგავსი ტიპის ჩანაწერების წარმოებას ან მომავალში ფიქრობდეს მათ კომპრომატებად გამოყენებას. თუ ასეთი ტიპის კომპრომატები მოგროვდება, მარტივად შესაძლებელია გასუფთავდეს პოლიტიკური სივრცე და ვიღაცისთვის სასურველი განლაგება ვიხილოთ პოლიტიკურ სივრცეში.

 

 

სწორედ, ამიტომ ვითხოვთ შექმნილიყო სპეციალური ფორმატი, რომ გამოძიება არამხოლოდ ადგილობრივ უწყებებს ეწარმოებინათ, არამედ მასში ჩართულიყვნენ სხვა შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები და უცხოელი ექსპერტები, რომლებსაც აქვთ მსგავსი ტიპის დანაშაულების ეფექტურად გამოძიების გაცილებით დიდი გამოცდილება და უნარი და მათი ჩართულობა გაზრდიდა გამოძიების ნდობას საზოგადოებას მხრიდან. სამწუხაროდ, ამ ფორმატზე ჯერჯერობით შეთანხმება მიღწეული არ არის", - განაცხადა ნაცვლიშვილმა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი