თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგებელი, თეიმურაზ ჯაფარიძე სოფელ გოგნს ეწვია და ქორეოგრაფიული ანსამბლის „გოგნიკების“ კონცერტს დაესწრო. ამ ანსამბლს დაარსებიდან 10 წელი შეუსრულდა და მისი ფუნქციონირება მნიშვნელოვანია ადგილობრივი მოსახლეობისათვის, რადგან სოფელი მაღალმთიანია და საკმაოდაა დაშორებული მუნიციპალიტეტის ცენტრს.
გამგებელთან ერთად იმყოფებოდნენ განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსი გურამ თურქაძე, გამგებლის თანაშემწე ზაზა ცერცვაძე, გამგებლის წარმომადგენელი გოგნის ადმინისტრაციულ ერთეულში დავით ისაკაძე, საკრებულოს წევრი, ელისო ჩხიკვაძე და შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები, რომლებმაც ასევე მოინახულეს დიდ სამამულო ომში და საქართველოს ერთიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალი, რომელიც მშენებლობის პროცესშია და მალე გაიხსნება.
კონცერტის დასასრულს თეიმურაზ ჯაფარიძემ დიდი მადლობა გადაუხადა ანსამბლის ქორეოგრაფს, წევრებს, გაესაუბრა მოსახლეობას და ამცნო, რომ გოგნის ყოფილი საკოლმეურნეო ტყე, რომელიც სხვადსხვა მიზეზთა გამო არ იყო გოგნის საკუთრებაში, უკვე სოფელს გადაეცა. გამგებელმა აღნიშნა, რომ უახლოეს მომავალში მოგვარდება მოსახლეობისათვის პრიორიტეტული პრობლემები - ჩხარი - გოგნის დამაკავშირებელი გზის ბეტონის საფარით მოწყობა, საბავშვო ბაღის პროექტირება და მშენებლობა.
განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსმა გურამ თურქაძემ კი ისაუბრა იმ მაღალ პერსპექტივაზე, რომელის სოფელში ტურიზმის განვითარების კუთხითაა შესაძელებელი. მანვე ამცნო მოსახლეობას, რომ თერჯოლის მუნიციპალიტეტის ყველაზე მაღალ მწვერვალს საქართველოს ერთიანობისათვის ბრძოლაში დაღუპული გოგნელი გმირის კახა ბრეგვაძის სახელი მიენიჭა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.