ნინო ბურჯანაძე: "რას ელოდებით, ბატონებო? როდესაც რუსეთს ქვეყნის თავდაცვის მინისტრი ასეთი ტონით ელაპარაკება"
25-03-2016, 07:20

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

"რას ელოდებით, ბატონებო?! როდესაც რუსეთს ქვეყნის თავდაცვის მინისტრი ასეთი ტონით ელაპარაკება" - განცხადება ამის შესახებ "დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ ტელეკომპანია "პირველის" ეთერში გააკეთა.

 

 

"მიკვირს, რატომ გაუკვირდა ვინმეს კარასინის რეაქცია. როდესაც ქვეყნის თავდაცვის მინისტრი ამბობს - რუსებს რა უნდა ველაპარაკოთ, როგორ შეიძლება მათთან ნორმალური ურთიერთობა, ეს ის ხალხია, რომელიც ლენინგრადის ბლოკადის დროს ძაღლებს, კატებსა და თაგვებს ჭამდნენო. როცა ასეთ შეურაცხყოფას მიაყენებ ერს, რომელმაც მილიონობით ადამიანი დაკარგა ლენინგრადის ბლოკადის დროს, ადამიანები მართლაც შიმშილით იხოცებოდნენ და მშობლებს იმის არჩევა უწევდათ, რომელი შვილისთვის მეტი საჭმელი მიეცათ, რომელს ჰქონდა მეტი შანსი გადარჩენის, ამას ვინ გაპატიებს?! კიდევ ძალიან თავშეკავებული რეაქცია აქვს რუსეთს.

 

 

ქვეყანა, რომელიც ამბობს, რომ უნდა რუსეთთან ურთიერთობის დალაგება და ამ დროს, ჩვენი თავდაცვის მინისტრი აკეთებს განცხადებას, რომ დღევანდელი მსოფლიოს მთავარი გამოწვევა არის "ისლამური სახელმწიფო" და რუსეთიო, რას ელოდებით, ბატონებო, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსგან?! მიმაჩანია, რომ ნამდვილად თავშეკავებული განცხადებები გააკეთა ბატონმა კარასინმა და გაცილებით მწვავე განცხადებას გააკეთებდა მის ადგილზე სხვა"- განაცხადა ბურჯანაძემ.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი