პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ვიდეოჩანაწერების გავრცელებასთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობისგან მივიღეთ დახმარების გაწევის თხოვნა. არ მაქვს თავისუფლება ვისაუბრო კონკრეტული დეტალების შესახებ, თუ რას გულისხმობს ეს დახმარება, მაგრამ აღვნიშნავ, რომ ჩვენ ამ თხოვნას დადებითად ვუპასუხებთ, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ამერიკის ელჩმა საქართველოში იან კელიმ განუცხადა.
"ეს არის დესტრუქციული ქმედება ადამიანის პირადი ცხოვრების უფლებისთვის. ეს ასევე დამაზიანებელია საქართველოს დემოკრატიისთვის. ვინც ამას აკეთებს მას კარგად აქვს ეს გააზრებული და ცდილობს, რომ პოლიტიკურ პროცესებზე მოახდინოს ზეგავლენა. ეს თემა ძალიან შემაშფოთებელია მთავრობისთვისაც. საქართველოს დემოკრატიისთვის ძალზედ მნიშვნელოვანია ასეთი რამ არ იყოს განსაკუთრებით იმ პერიოდში, როდესაც საქართველოში შემოდგომაზე არჩევნებია დაგეგმილი. ჩვენი კოლეგები ყოველდღიურ ურთიერთობაში არიან საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებთან, ვინაიდან არის იმის საფრთხე, რომ მოხდეს კიდევ ვიდეოების გავრცელება. ჩვენ შევთავაზეთ ჩვენი თანამშრომლობა, ჩვენი დახმარება და მზად ვართ, რომ აღმოვუჩინოთ ეს დახმარება", - განაცხადა ამერიკის ელჩმა იან კელიმ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.