ქობულეთის მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები დასრულდა. ამის შესახებ guardian.ge-ს მუნიციპალიტეტის გამგეობიდან აცნობეს.
მათი ცნობით, მოსახლეობის ძირითადი მოთხოვნა შიდა სასოფლო გზების მოწერიგება, გარე განათების მოწყობა და სასმელი წყლის მილების შეძენა იყო. დღეს შეხვედრები სოფელ ქობულეთში, ალამბარში, ზენითში, აჭყვისთავში, ხალასა და დაბა ჩაქვში გაიმართა.
შეხვედრები მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობის, საკრებულოს წევრების, ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლებისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის თანამშრომლებით დაკომპლექტებული სამუშაო ჯგუფების ორგანიზებით იმართებოდა.
ქობულეთის ადმინისტრაციული ერთეულებისთვის მიმდინარე წელს „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ 1 490 696 ლარია გათვალისწინებული.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.