თამაზ მეჭიაური ახმოვანებს თავის პოზიციას, მაგრამ ეს აზრი შეიძლება სხვასაც გააჩნდეს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ვიცე-სპიკერმა მანანა კობახიძე პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის, თამაზ მეჭიაურის განცხადებასთან დაკავშირებით განაცხადა.
კითხვაზე ახმოვანებს თუ არა მეჭიაური საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის პოზიციას, კობახიძემ ასე უპასუხა:
"ბატონი ბიძინა იყო კოალიციის ლიდერი. მისი შექმნილია ეს გუნდი, მისი დაფუძნებული პარტიის წევრია ბატონი თამაზ მეჭიაური და თუკი გარკვეულ შემთხვევებში ჩვენ მის აზრს ვემხრობით და ვეთანხმებით, ამაში გასაკვირი არაფერია" - განაცხადა მანანა კობახიძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.